1. ყურის ტკივილის დროს ბამბაში ან პატარა დოლბანდში შეახვიეთ ხახვის ორი პატარა ნაჭერი და ჩაიდეთ ყურში, ტკივილი მალე გაგიყუჩდებათ.
2. სმენის გასაუმჯობესებლად 100 გ დინდგელი, 100 გ 96%-იანი სპირტი და 400 გ არარაფინირებული მცენარეული ზეთი აურიეთ ერთმანეთში. ყოველდღიურად დაასველეთ ბამბის ტამპონი ასეთი მიქსტურით და ჩაიდეთ
3. ყურის ტკივილის დროს ეფექტურია კაკლის ზეთი. ნიგოზი გაატერათ ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ გამოწურეთ ზეთი 4 ფენად დაკეცილ მარლაში. ჩაიწვეთეთ ყურში 3-3 წვეთი 2-3-ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.
4. ყურებში შუილის დროს აურიეთ ერთმანეთში ძმარი და წყალი თანაშეფარდებით 2:1 და დადგით ცეცხლზე. როცა გაცხელდება გადმოდგით და 5 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ ორთქლს მტკივნეული ყური. პროცედურის შემდეგ ეცადეთ ყური არ გაიციოთ.
კესო ლაღიძე