დაიყარეთ ცოტაოდენი შვრია ხელის გულზე და დაუმატეთ წყალი ფაფის კონსისტენციის მისაღებად. მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით გაიწმინდეთ სახე, დააცადეთ რომ შეშრეს და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ არ დაიზარებთ - შედეგი მალევე იქნება სახეზე.
2. შვრიის ფანტელი და ნაღები.
ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვით 2-3 ს.კ. შვრიის ფანტელი და დაამატეთ იმდენი ცხიმიანი ნაღები, რომ მიიღოთ პასტა. თუ კანი ცხიმიანი გაქვთ, ნაღები უმჯობესია შეცვალოთ რძით. მიღებული მასა დაიდეთ ნოტიო სახის კანზე და
3. ნაზი და მგრძნობიარე სახის კანის დასაბანად
ძველად იყენებდნენ ასეთ რეცეპტს: 1 ს.კ. გვირილის, მრავალძარღვას და პიტნის თანაბარი რაოდენობის ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. სახამებელი და მიღებული ჟელეთი დაიბანეთ სახე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ.
4. ბარდა და კურკუმა.
აურიეთ ერთმანეთში 3 ს.კ. დაფქული ბარდა, 3 ს.კ. ხორბლის ან შვრიის ფქვილი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 1.5-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ნარევი არ უნდა გამოვიდეს წებოვანი, უნდა იყოს ფხვიერი, გრანულებივით. დაიყარეთ ცოტაოდენი ხელის გულზე და დაუმატეთ წყალი ფაფის კონსისტენციის მისაღებად. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 5 წუთით, შემდეგ წრიული მოძრაობებით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ ეს დასაბანი საშუალება ყოველდღიურად და კანთან პრობლემები ნამდვილად არ გექნებათ! დასაბანი საშუალება შეგიძლიათ შეინახოთ დახურულ მინის ჭურჭელში აბაზანის თაროზე 1 თვე.
სახის დაბანის შემდეგ აუცილებელია მისი ტონიზირება, რომელიც ხელს უწყობს კანის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას.
ვაშლის ძმრის მატონიზირებული ლოსიონი:
აურიეთ ერთმანეთში ვაშლის ძმარი და ანადუღარი წყალი, მშრალი კანისთვის თანაშეფარდებით 1:10, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის - 1:5. ასეთი ლოსიონი ავიწროებს ფორებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს. უმჯობესია გამოიყენოთ დღეში ერთხელ, დილაობით.
კანის ტონიზირების შემდეგ სახის კრემის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური ზეთები:
ისინი უამრავი რაოდენობისაა, და ყოველივეს შეუძლია შეარჩიოს თავისთვის სწორედ ის, რაც მის პრობლემას გადაწყვეტს. სხვადასხვა ეფექტის მისაღებად ასევე შეიძლება ზეთების ერთმანეთში შერევა. შედეგით გაოცებული დარჩებით, თუ 2-3 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, კვირაში 3-4-ჯერ კრემის მაგივრად გამოიყენებთ ზეთებს. მიიღებთ ჯანმრთელ, გამონაყრის და ნაოჭების გარეშე კანს!
კესო ლაღიძე