მაკიაჟის გაკეთების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის ტიპს, სახის ფორმას.
თვალების შეღებვამდე უნდა ეცადოთ, თვალს მისცეთ ისეთი ფორმა, რომ იდეალურს უახლოვდებოდეს. იდეალურად კი მიიჩნევა თვალი, რომელსაც აქვს ნუშის ფორმა.
რა უნდა გავითვალისწინოთ თვალების კორექციის დროს:
მრგვალი თვალების კორექციის მიზანია გააგრძელოს თვალის ჭრილი, რომ მივუახლოვოთ იდეალურ ფორმას.
ჩრდილების წასმის
ამობურცული თვალების კორექციის მიზანია, თვალები გახადოს ღრმად ჩამჯდარი. ამისთვის იყენებენ მუქ კოსმეტიკურ საშუალებებს, ისეთს, რომელიც არ პრიალებს. დავაკვირდეთ, რომ ზონა წარბების ქვეშ იყოს უფრო ნათელი, ვიდრე წამწამებს ზემოთ.
ღრმად ჩამჯდარი თვალების კორექციის მიზანია - თვალები „ამოვიყვანოთ“ სიღრმიდან და მეტი გამომეტყველება მივცეთ.
დაშვებული თვალების კორექციის მიზანია, ავწიოთ ჩამოწეული თვალის კუთხეები. კონტური და ჩრდილი უნდა წავისვათ ისე, რომ შევცვალოთ დაშვებული ხაზის მიმართულება და მაქსიმალურად ავწიოთ წარბების კუთხეებისკენ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც თქვენს თვალებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს შემატებს:
ყოველ დილით გაღვიძებისთანავე თვალები ჩაის მაგარი ნაყენით ამოირეცხეთ. ეს სიწითლისა და დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით.
შესივებულ, ჩაშავებულ უპეებს კარგად აშუშებს სალბის ნაყენის კომპრესი.
1 ჩ.კ. სალბის ფოთლებს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, ჭურჭელს თავი დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ნაყენის ერთი ნაწილი მაცივარში შედგით, მეორე კი შეათბეთ. დაასველეთ ბამბა (ცალ-ცალკე) თბილ და ცივ ნაყენებში და ძილის წინ 10-10 წუთით მორიგეობით დაიდეთ დახუჭულ თვალებზე.
შესივებულ უპეებს ასევე კარგად აშუშებს ოხრახუშის ნიღაბი. ძალიან წვრილად დაჭერით ცოცხალი მწვანილი და დაიდეთ უპეებზე. ზემოდან სველი დოლბანდი დაიფინეთ. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ.
ანთებით პროცესს აქრობს რძის კომპრესები. რძეში დასველებული ბამბა 5-7 წუთით დახუჭულ თვალებზე დაიდეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და მატონიზებელი კრემი წაისვით.
თვალებს სიკაშკაშესა და ბრწყინვალებას უბრუნებს ცაცხვისა და გვირილის ყვავილების ნაყენის საფენები. გვირილისა და ცაცხვის ნახევარ-ნახევარ კოვზ ყვავილებს დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი და 20-30 წუთით გააჩერეთ. ამ ნაყენით ან დაიბანეთ თვალები, ან 5-წუთიანი კომპრესი გაიკეთეთ.
თვალების შესივებას, უმჯობესია, კარტოფილის ნიღბით გაუმკლავდეთ. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ. მიღებული ფაფის ორი კოვზი აურიეთ 2 ჩაის კოვზ ფქვილსა და 1 სუფრის კოვზ რძეში. დაიდეთ თვალებზე და 15-20 წუთს გაიჩერეთ.
ჟურნალი „რეიტინგი“