ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი და უამრავი სხვა. ეს აიხსნება მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. რეჰანის წვენი შეიცავს 1,5% ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინებს ც, B2, A, PP. ამიტომაც მისი ექსტრაქტი დღეს წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაცევტულ, არამედ პარფიუმერულ მრეწველობაშიც.
რეჰანი უამრავი ხალხური რეცეპტის ძირითადი კომპონენტია, რომლებიც ეხმარებიან კაცობრიობას სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში.
ამის გარდა, ვისაც სურს აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, განსაკუთრებით ავადმყოფობის და ოპერაციების შემდგომ, სახალხო მკურნალები გვირჩევენ ყოველდღიურად ყოველ ჭამამდე მივიღოთ 50 მლ ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში.
ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება 100 მლ რაოდენობით 20-30 წუთით ადრე დაძინებამდე. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების (მათ შორის კონიუნკტივიტის) და ღრძილების ანთების და კბილის ტკივილის დროს: 1 ს.კ. გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციების და ხველების დროს მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.
დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.
ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.
კესო ლაღიძე