10 ოქტომბერი, 2014
კანის გამაახალგაზრდავებელი კრემი თაფლითა და ჟელატინით - მოამზადეთ თავად
იცით თუ არა, რომ ჟელატინს, მისი წელვადი ეფექტის გამო, სილამაზის სალონები იყენებენ "მექანიკურ" ნიღბებში, ლოყების და ღაბაბის დასაჭიმად? სწორედ ამის საფუძ-ველზე შიქმნა სახის კანის გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტი!

ჟელატინი დადებით გავლენას ახდენს კანის ცილოვან და ამინომჟავურ ცვლაზე, აუმ-ჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი ასწორებს პატარა ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მომზადების წესი:

აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, 100 მლ წყალი, 3 სუფრის კოვზი თაფ-ლი, 0,5 ჭიქა გლიცერინი და 1 გრამი (დანის წვერით) სალიცილის მჟავა.
ჭურჭელი, რო-მელშიც ეს ნაზავი გაქვთ, ჩადგით ცხელ წყალში და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. შემდეგ ცხელი წყლიდან ამოიღეთ და ნაზავი გააცივეთ, ოღონდ თან თქვი-ფეთ, რომ ჟელეს მსგავსი კრემი მიიღოთ.

მზა კრემი კანზე წაისვით ყოველდღე, დაძინებამდე 2 საათით ადრე და 20 წუთი გაა-ჩერეთ, კანზე დარჩენილი კრემის ნარჩენები კი ხელსახოცით მოიშორეთ.
ეს კრემი შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე. ის ერთი თვე გეყოფათ. გამოყენების წინ ამოიღეთ იდენი, რამდენიც გჭირდებათ, ცოტა ხანს გაჩერეთ, რომ შეთბეს და მერე წაის-ვით.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინკა
უკაცრავად ვარ მაგრამ არ ვიცი:((( სალიცინის მჟავა რაარის?
23:34 / 03-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS