10 ოქტომბერი, 2014
ლიმონისა და თაფლის ექსპრესდიეტა – 2 დღეში მინუს 4 კილოგრამი
ამ დიეტით 2 დღეში 4 კილოგრამს დაიკლებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დიეტაა - მხოლოდ ორი დღე გრძელდება. ასეთი მოკლე დრო საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე შემცირდეს დიეტის დღიური მენიუს კალორიულობა. ეს აიძულებს ორგანიზმს, მთლიანად შინაგან რეზერვებ-ზე გადავიდეს, დაგროვილი ცხიმგროვებისგან.

მენიუ

მენიუ გულისხმობს საკვებზე სრულ უარს დღის განმავლობაში და ის შეიცვლება საკმაოდ მჟავე სითხით. ამ სითხის მოსამზადებლად 3 ლიტრ არამინერალიზებულ და არაგაზირებულ წყალს უნდა შეურიოთ 15 ლიმონის ახალგამოწურული წვენი და 50 გრ
ამი თაფლი.

ეს დიეტა მეტს არაფერს გულისხმობს. ამ ლიმონისა და თაფლის ნაზავის ენერგეტიკული ღირებულება პრაქტიკულად ნულის ტოლია - საკმაოდ სწრაფადაც ხდება წონის კლება.

ლიმონის მჟავის დიდი პროცენტი ნაზავში საშუალებას იძლევა, შემცირდეს შიმშილის განცდა, იმ დროს, როცა თაფლის გლუკოზა და საქაროზა, ცხიმებისა და ცილების არარსებობისას, უზრუნველყოფს წონის ინტენსიურ კლებას ორგანიზმის ცხიმოვანი მარაგის ხარჯზე. დამატებით, მომზადებულ ნაზავთან ერთად, შეგიძლიათ შეუზღუდავად სვათ ჩვეულებრივი წყალი ან მწვანე ჩაი.

ღირსებები

ლიმონისა და თაფლის დიეტა სწრაფია, შეიძლება მისი უქმეებზე დაცვა და სულ რაღაც ორ დღეში სასურველი ზედმეტი წონის დაკლება. ლიმონმჟავა სწრაფად წვავს ცხიმებს და დამატებით ინტენსიურად გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები. ასევე ხელს უწყობს ცელულიტების დაშლას. კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ნაზავის შემადგენლობაში არსებული თაფ-ლი ორგანიზმს ძალის შენარჩუნებაში ეხმარება და არ ასუსტებს.

ნაკლოვანებები

უკუნაჩვენება ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლების დაავადებები, კენჭები, რიგი სხვა ქრონიკული დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.

არ შეიძლება ამ დიეტით ბოროტად სარგებლობა და მისი ხანგრძლივობის გაზრდა 2 დღეზე მეტხანს.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მარიკა
მაინტერესებს ეს დოზები ორი დღის წერია თუ მეორე დღესაც 15 ლიმონის წვენი უნდა გამოვწუროთ?
20:11 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
პირადად მე დავიცავი ერთი კვირა და დავიკელი 10 კილო ცოტა რთულია საჩიროა ნებისყოფა და გამძლეობა.მის შემდეგ ერთი წელი გავიდა მივირთმევ ჩვეულებრივ და არ მომიმატია წონაში,უბრალოდ გვიან თავს ვიკავებ დანაყრებისგან.გისურვებთ წარმატებებს
19:48 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
manana
ramden xanshi sheizleba ganmeorebaaa
15:15 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მეც მაინტერესებს რამდენხანსჰი სჰეიცლება გამნეორება?
11:58 / 11-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
ეს შარდმდენი იქნება და დაკლებულ კილოგრამები ორ დღეში დაგიბრუნდებათ ისევ
20:30 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გამარჯობათ , რამდენხანში ერთხელ უნდა განმეორდეს კურსი?
18:09 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS