10 ოქტომბერი, 2014
7 ეფექტური ხალხური საშუალება გაციების წინააღმდეგ
1. გაციების პირველივე ნიშნის დროს გაჭერით დიდი თავი ხახვი და შეისუნთქეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ.

2. დანაყეთ 100 გ ნიორი, დაასხით 1 ჭიქა არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. 1 წვეთი დაიდეთ ენაზე, გაიჩერეთ პირში 2 წუთი და გადაყლაპეთ. გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ, 3-4 დღის განმავლობაში.

3. წვრილად დაჭერით 1 ლიმონი კანიანად და დაასხით 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. წაისვით ნესტოებზე დღეში რამდენიმეჯერ. ამის გარდა შეგიძლიათ შეიზილოთ ღრძილებში ჭამამდე და ჭამის შემდეგ, ღამით კი -
ფეხისგულებზე.

4. 1,5 ლ ანადუღარ წყალს დაუმატოთ 1 ს.კ. მსხვილი მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გ ც ვიტამინი. კარგად აურიეთ და დალიეთ 1,5 საათის განმავლობაში.

5. 1 ლიმონი ჩადეთ 1 წუთით ცხელ წყალში, შემდეგ ამოიღეთ და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 100 გ კარაქი და 1-2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს.კ. 2-3 საათში ერთხელ. შეინახეთ და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი კარაქი.

6.
მაღალი სიცხის დროს აურიეთ ერთმანეთში 2 გახეხილი კარტოფილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. მოათავსეთ მიღებული ფაფა რამდენიმე ფენად მოკეცილ დოლბანდზე ან მარლაზე და დაიდეთ შუბლზე. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახლით.

7. გაციების პირველივე ნიშნის დროს გაათბეთ 100 მლ კაგორი (წითელი სადესერტო ღვინო), დაუმატეთ ¼ ჩ.კ. შავი პილპილი და 1 ჩ.კ. თაფლი, კარგად აურიეთ და დალიეთ ძილის წინ.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS