09 ოქტომბერი, 2014
იმუნიტეტის გასაძლიერებელი 4 ჯადოსნური რეცეპტი
თანამედროვე ცხოვრება, არასწორი კვება, სტრესი - ეს ყველაფერი იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ. გთავაზობთ იმუნიტეტის გამაძლიერებელ და დაკარგული ძალების აღსადგენ რამდენიმე რეცეპტს.

1. ლიმონის და თაფლის კისელი

3 ს.კ. სახამებელი გახსენით ½ ჭიქა ცივ ანადუღარ წყალში და დაუმატეთ 2 ლიმონის ახლადგაწურული წვენი. დადგით ნელ ცეცხლზე და როგორც კი შესქელდება გადმოდგით . გააციეთ თბილ მდგომარეობამდე (45˚) და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. მიირთვით ასეთი კისელი დღეში 1 ჭიქა 10
დღის განმავლობაში.

2. ბურღულეულის კისელი

დაფქვით თანაბარი რაოდენობის შვრია, ქერი და ხორბალი და აურიეთ ერთმანეთში. 1 ს.კ. მიღებულ ფქვილის ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი და დადგით დასაყენებლად 1.5 საათი. შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ 2-ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.

3. შვრიის კისელი


აიღეთ შვრიის მთლიანი მარცვლების დაახლოებით 1/3 ჭიქა და დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 24 საათის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.

4. გემრიელი და სასარგებლო დესერტის შესანიშნავი რეცეპტი

სახეხზე გახეხეთ 2 საშუალო ვაშლი, დაუმატეთ 2-2 ს.კ. ფორთოხლის და ლიმონის ახლადგაწურული წვენები და 2 ს.კ. თაფლი. მიირთვით 2 ს.კ. 2-ჯერ დღეში როგორც დესერტი.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS