06 ოქტომბერი, 2014
ბეგონია - სამკურნალო ბალახი, რომელიც 50-მდე დაავადებას შველის

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბეგონიას გააჩნია ანტიალერგიული, ანტისეპტიკური, ჭრილობების შესახორცებელი და სპაზმების საწინააღმდეგო მოქმედება. ის მდიდარია მჟაუნმჟავით, სათრიმლავი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით და შეიცავს ფიტოციდების დიდ რაოდენობას.

ბეგონია შთანთქამს ქიმიურ ნივთიერებებს, აკავებს ფოთოლზე მტვერს და ატენიანებს ჰაერს ოთახში. ამის გარდა ის ამცირებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებსა და კომპიუტერებისგან.

 

გთავაზობთ ბეგონიის გამოყენების რამდენიმე წესს:

1. ჭრილობების, დამწვრობის, წყლულებების მკურნალობის დროს, სახსრ-კუნთოვანი ტკივილებისას კომპრესის სახით ბეგონიისგან აკეთებენ წვენს.

მოაჭერით ფოთლები და გარეცხეთ, ოდნავ გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ გაწურეთ და
მიღებულ წვენს დაუმატეთ ანადუღარი წყალი შეფარდებით 1:1 - ზე. ხსნარი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 3 დღე. გამოყენების წინ სასურველია ჭურჭელი წვენით ოდნავ შეათბოთ ცხელ წყალში.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებების დროს, ფილტვების დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ნახველი, შეიძლება დაამზადოთ შემდეგი ნაყენი:

ბეგონიის ფოთლების წვენი მოათავსეთ მუქი ფერის შუშის ჭურჭელში და დაასხით დაბალპროცენტიანი სპირტი თანაშეფარდებით 1:1. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით დასაყენებლად 2 კვირით ბნელ ადგილას.

პერიოდულად შეანჯღრიეთ და ვადის ბოლოს გაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი 1 ს.კ. ანადუღარ წყალში 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1 თვე, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და საჭიროებისამერ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS