05 ოქტომბერი, 2014
ეს ნიღაბი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით „შლის“ ნაოჭებს
შემადგენლობით ძალიან მარტივი, მაგრამ არაჩვეულებრივად ეფექტური გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი!

შემადგენლობა:

1 ს.კ. დაფქული მწვანე ჩაი
½ ს.კ. კაკაოს ფხვნილი
1 ჩ.კ. თხელი თაფლი
ადუღებული წყალი (80˚С)

მომზადება:

აურიეთ ერთმანეთში მწვანე ჩაი და კაკაო და დაამატეთ იმ რაოდენობის ადუღებული წყალი, რომ მიიღოთ სქელი ფაფა. ოდნავ გააციეთ კანისთვის სასიამოვნო ტემპერატურამდე და დაამატეთ თაფლი. თუ ნიღაბი ზედმეტად მშრალი გამოგივიდათ, გააზავეთ წყლით ან ნებისმიერი მცენარეული ზეთით.

ასევე სურვილისამებრ ნიღაბში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი, იოგურტი, არაჟანი, ზეითუნის ზეთი ან
Е ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მზა ნიღაბი დაიდეთ გასუფთავებულ ნოტიო სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მსუბუქი დამატენიანებელი კრემი.

გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი 3-4 დღეში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში. შემდეგ კი, ეფექტის გასამყარებლად, გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS