30 სექტემბერი, 2014
ორგანიზმის ნალექებისგან და ტოქსინებისგან განმწმენდი 7 იდეალური მეთოდი
დაგროვილი ნალექებისა და ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდის მრავალი საშუალება არსებობს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

1.
ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთი თვის განმავლობაში 10 სუფრის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს 1 ჭიქა კეფირი დაასხით და მიირთვით. ორგანიზმის ძლიერი გაჭუჭყიანების შემთხვევაში იგივე პროცედურა დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე გაიმეორეთ.

2. დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 2 კვირის განმავლობაში 10 აბი აქტიური ნახშირი 1 ჭიქა წყლით დალიეთ.

3.
ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა. მიიღეთ წყალზე დამზადებული მსუბუქი სუპები, წვენები, ხილი, ბოსტნეული,
ბალახის ჩაი, მინერალური წყალი და კეფირი.

4. კვირაში 2-ჯერ ბოსტნეულის წვენებით განტვირთვის დღე მოაწყვეთ (იდეალურია გოგრის წვენი). დანარჩენ დროს ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული ჭამოთ.

5
. აფთიაქში შეიძინეთ მინდვრის შვიტა, მოხარშეთ ინსტრუქციის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ დალიეთ, როგორც ჩაი.

6.
დღე დაიწყეთ ჭიქა ცხელი წყლით, რომელშიც შერეული იქნება ლიმონის წვენი ან ორი კოვზი ვაშლის ძმარი და ერთი კოვზი თაფლი.

7. ყოველდღე ჭამეთ ერთი ულუფა ბრინჯი ან შეგიძლიათ კვირაში ორჯერ ''ბრინჯის დღე'' მოაწყოთ. რამდენიც გენებოთ, იმდენი ბრინჯი მიირთვით, ოღონდ მარილის გარეშე. მრავალფეროვნებისათვის ასევე შეგიძლიათ ბრინჯი საწებელთან, თაფლთან, ფრუქტოზასთან, ხილთან და ბოსტნეულთან ერთად ჭამოთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლია გაგნიძე
ბრინჯი მაშინაც შეიძლება მვირთვათ რამდენიც გვინდა თუ დიაბეთი გვაქვს?
11:40 / 04-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS