ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ახალი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი კეფირი (ან რძე) ერთმანეთში აურიეთ. სახეზე 30-40 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი კარგია მოდუნებული, დანაოჭებული, მშრალი და მოყვითალო ფერის კანისთვის.
რეცეპტი 2
სამი ჩაის კოვზი ხაჭო ერთი ჩაის კოვზ თაფლში აურიეთ და სახეზე დაიდეთ. 20-25 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ათეთრებს და კვებავს კანს.