30 სექტემბერი, 2014
დიასახლისის 5 შეუცვლელი დამხმარე
1. სარეცხის საპონი- ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

სუნის გამო ზოგიერთს შეიძლება არ ესიამოვნოს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სარეცხის საპონი საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალება. იგი იდეალურად ასუფთავებს ზედაპირებსა (იატაკს, ჭურჭლის ნიჟარებს, სააბაზანოს ოთახს და ა.შ.) და სარეცხს. იგი დეზინფექციას უტარებს და კლავს მიკრობებს.

სარეცხის საპონი აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმ დიასახლისს, რომელსაც სახლში ჩვილი ჰყავს. გახსოვდეთ, რომ სარეცხის საპონს 72% უნდა ეწეროს, სწორედ ეს საპონი გჭირდებათ და არა გათანამედროვებული.

2. საჭმელი სოდა

სოდით შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭელი, მოასუფთაოთ
ზედაპირები (მაგ. გაზის). სუდა იდეალურად ებრძვის სიბინძურეს და ჩამჯდარ ჭუჭყს. სოდა დაგეხმარებათ ჭიქებს ჩაის ნადები მოაშოროთ. მინის ჭურჭლი (ჭიქები, ვაზები) სოდიან წყალში გარეცხეთ. ამისათვის 2 ჩაის კოვზი სოდა გახსენით 1 ლიტრ წყალში. მოათავსეთ გასარეცხი ჭურჭელი სოდიანი წყლით სავსე თასში და რამდენიმე ხანი გააჩერეთ. თუ ჭუჭყს ხელით ვერ გააცლით, ჯაგრისი ან ღრუბელი გამოიყენეთ.

თუ ემალის ქვაბი გაგიყვითლდათ ან ფერი იცვალა, წყალში გახსნილი სოდიანით (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) გარეცხეთ. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS