19 ივნისი, 2013
დიეტა რომელიც 13 დღეში 6-10 კილოგრამს დაგაკლებინებთ
ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით. 
იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და
მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნინი
ზედმეტ 2კილოსაც რომ მოვიმატებ და დაკლება მინდა, კოველთვის მიჭირს დიეტის დაცვა, ენერგია აღარ მრჩება და იმის ძალა რომ თუნდაც ვიმუშაო.ვიპოვე გამოსავალი, ვიკვებები ჩვეულებრივად (რა თქმა უნდა ნაკლები ცომეული და ტკბილეული) მაგრამ ვიწყებ აქტიურ ვარჯიშს. ბევრ დიეტას ჯობია, ენერგიაზეც ვარ და არასასურველ კილოგრამებსაც ადვილდ ვუმკლავდები :)
10:48 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტეა
ეს დიეტა სისულელეა სჰემცვარი დიეტის დროს არ სჰეიდზლება.ყველა დიეტის მერე ცელულიტი გროვდება .უნდა სჰეზგუდოტ ტკბილეული ტუ დზალიან გინდატ დილის საატებსჰი მიიგეტ.6–7 საატის მერე არ ცჰამოტ ეს ყველაზე კარგი დიეტაა
01:54 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
მინდა ეს დიეტა დავიწყო და რჩევა მინდა ნაღვლის ბუშტი არ მაქვს და ეს კუჭს ხომ არ გამიღიზიანებს.მადლობა.
21:55 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
iaponelebi mcvane chais garda arapers svamen,meorec ar xarchaven arctevss arc xorcs mit upro ar cvaven,aketeben ortklse da saidanaa es dieta...iaponelebs da mat kulturas kargad vinob,ubralod daliet ushakro mcvane chai,ivarjishet,comeuls da sapuars tavi aridet,game ar chamot,tu ar gainzerit da ar ivargisher iaponuri ki ara madagaskaris dieta ar gishvelit,es kava raga ubedurebaa...koveldge
21:53 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ამ დიეტას რომ ვიწყებ მესამე დღეს უკვე თავს ვანებებ ხოლმე ისე მიღიზიანდება ნაღვლის ბუშტი
19:51 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მე გავაკეთე ეს დიეტა. მაგრამ საკმაოდ რთული გამოდგა, ბოლომდე ვერ მოვედი. გამიჭირდა არა იმდენად უმარილო საჭმელი, არამედ ტკბილეულის არ მიღება. ენერგია რა მქონდა ;) ამიტომ მე 7 გღეს შევწყვიტე. დავიკელი 3 კგ.
18:56 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ბევრ შემთხვევაში დოზები (გრამები) რატომ არ არის მითითებული, დააკონკრეტეთ თუ შეიძლება
15:54 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მარილი საერტოდ არ შეიძლება?
12:41 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
დამიჯერეთ ძალიან ეფექტურია... ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ შუაში, რადგანად კლება შეიძლება დაიწყოს დიეტის დაწყებიდან 10 დღის შემდეგაც.. )))
12:14 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
ყავის დალევა შეიძლება ნებისმიერ დროს?
12:01 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS