19 ივნისი, 2013
დიეტა რომელიც 13 დღეში 6-10 კილოგრამს დაგაკლებინებთ
ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით. 
იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და
მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
თინი
ამ დიეტის მერე არ იმატებ მარტივათ,მე გავაკეთე ორი წელია იგივე წონაზე ვარ
11:13 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაარ
ქელეხის ხარჯებზე არაა საუბარი?
10:25 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ყველა დიეტის შემდეგ აუცილებლად ორმაგად მოიმატებთ და უსწრაფესადაც. თან ეგ არის ცილოვანი დიეტა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სასტიკად აზიანებს.მაგას სჯობს ცხოვრების წესად გაიხადოთ ტკბილეულის და ცომეულისშეზღუდვა,პატარ=პატარა ულუფებით ხშირი კვება და 6 საათის შემდეგ კარანტინი.თუ 6 დან შუადღის 12 საათამდე მოუთმენთ, გამოვა 18 საათი შიმშილი და ორგანიზმიც განიტვირთება და რაც ნარჩენები არის ორგანიზმში, ინტენსიურად გამოიდევნება. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი ნაცადი მაქვს, და რასაც გეუბნებით ის ყველაზე ეფექტურია
09:48 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
რამე ისეთი დიეტა არაა ხორცი, რომ არ ფიგურირებდეს? არ ვჭამ ამ ოხერს
01:05 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
6-ის მერე არ ჭამოთ სულ არაა საჭირო გაუთავებელი დიეტები
10:41 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
Tamar
საბოლოო ჯამში ეს დიეტაც ქულებისაა ე.წ კრემლის და ის გაცილებით ადვილი და მრავალფეროვანია, ასე რომ ქულების მირჩევნია ისეთი დიეტა არ არსებობს ტკბილი და პური რომ დასაშვებია, ნუ 6 საათის მერე რომ არჭამ იმის გარდა
21:26 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დავით
Shavi yava wins :-)
13:49 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს დიეტა რამდენიმეჯერ მაქვს გაკეთებული და მართლაც ძალიან ეფექტურია, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ამართლებს.
10:41 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მართალია, ყავა რა დარდუბალაა, კუჭს რას უზავს
00:42 / 22-06-2013
გამოხმაურება / 0 /
anita
ყველაზე მაგარია საღამოს6-7 მერე არ ჭამოოოოოთ.მართლა ეფექტურია.თუ ძალიან მოგშივდათ შეგიძლიათ კიტრი ან ვაშლი შეჭამოთ
15:09 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS