19 ივნისი, 2013
დიეტა რომელიც 13 დღეში 6-10 კილოგრამს დაგაკლებინებთ
ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით. 
იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და
მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
გვანცა
თუ არ მოგწონთ და ფიქრობთ,რომ არ არის ეფექტური რატომ წერთ კომენტარებს და რატომ ზემოქმედებთ იმ ხალხზე ვისაც უნდა,რომ დაიწყოს ეს დიეტა?!ხომ არიან ადამიანები ვინც დაიკლო თან ძალიან ეფექტურად რა გააწყალეთ გული))))
12:59 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანო
რომ ამბობთ ყველაზე კარგი ვარჯიშიაო არანაირი დიეტაო კი ბატონო მაგრამ იმას ვისაც არც იმის საშუალება აქვს რომ ივარჯიშოს და არც დრო რა ქნას?
16:17 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ამ დიეტით დავიკელი და აგარ მოვიმატე.ძAლიან ეფეკტურია.
16:15 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
არავითარი დიეტა! ვარჯიში არაფერს არ შვება თუ კვებას არ შეზღუდავ. ანუ ჭამეთ ზომიერად, ივარჯიშეთ და საღამოს 6-7-ის მერე არ იკვებოთ, წონაში აუცილებლად დაიკლებთ და მხნედაც იქნებით. ივარჯოშოდ და ჭამოთ უარესია ყველაფერი კუნთად გადაგექცევათ....საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, ზომიერი კვება და ვარჯიში! შედეგიანია! გახდებით.
23:00 / 19-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვისაც ეს დიეტა დაგიცავთ მიპასუხეთ რა ხილის რაოდენობას აქვს თუ არა მნიშვნელობა და მეოთხე-მეხუთე დღეს გქონდათ თუ არა კლება საერთოდ?მე სამი დღე დავიკელი და ახლა ეს სამი დღეა ვერარ ვიკლებ
13:27 / 15-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჟანეტა
იაპონური დიეტა გაკეთებული მაქვს დაუთვლელჯერ, ეფექტურად იკლებ წონაში, მაგრამ ასევე ეფექტურად იმატებ დიეტის შემდეგ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით
11:13 / 11-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იანვარში ზგვაზე ვიყავი ერთი კვირით შვედური კვებით, ვჭამდი მრავალფეროვან საკვებს სალატები, ხორცი, ბოსტნეული თანაც რეჟიმით გასაოცარია დავიკელი 5კილო ამდენს სახლში არ ვჩამ ან ვინ მომემსახურება. მთავარია ჩამოთ რეჯიმით კარგი და ჯამრთელი საკვები დალიოთ ბევრი სითხე იცურაოთ და გახდებით!
23:48 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არარსებობს ასეთი დიეტა, ხალხო ივარჯიშეთ და ჯანსაღი საკვები მიიღეთ!3 თვე დიეტაზე ვიყავი და რაც ამ 3 თვესი მოვიკელი, 2 იმდენი 1 თვიანი ყოველდღიური ვარჯიშით დავაგდე, ასე რომ იმოძრავეთ, ჭამა აბედნიერებს, რა ჯობია კაი გამძღარი რომ გახვალ გარეთ და ირბენ ერთი საათი, აბა დიეტაა კაი?მშიერი და ნერვებაშლილი, ძალაგამოცლილი რომ ხარ მისვენებული და ფიქრები მაცივარს დატრიალებს:D:Dვარჯისზე უკეტესი დიეტა არარსებობს!!
12:12 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰა
ძალიან ვიხალისე, გაგიმარჯოთ ღმერთმა,ქელეხის ხარჯები მომეწონა ძაან
01:09 / 03-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
2 კვერცხი თანაც ვახშმად? რა უბედურებაა? კვერცხი საკმაოდ კალორიულია და ვახშმად საერთოდ არ არის რეკომენდირებული, მითუმეტეს დიეტის დროს, არც ხილი გარდა ვაშლისა, ან შეიძლება ვახშმად კიტრის მიღება, რომელიც წონაზე არანაირად არ იმოქმედებს(რა თქმა უნდა უმარილოდ). ყველაზე კარგი დიეტაა კალორიების რეგულირება დღის მანძილზე. 1000 კალორიაზე მეტს თუ არ მიიღებთ დღეში, ნახავთ რომ ნებისმიერ დიეტაზე უკეთესი შედეგი გექნებათ და არც შიმშილი მოგიწევთ :)
13:26 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS