26 სექტემბერი, 2014
დიეტა მაია პლისეცკაიასგან: დაემშვიდობეთ 8-10 კილოგრამს ორ კვირაში
ბალერინა სულ ფორმაშია და ენერგიითაა სავსე ბალერინა მაია პლისეცკაია მიუხედავად თავის სოლიდური ასაკისა, (80 წელს დიდი ხანია გადააბიჯა) არაჩვეულებრივად გამოიყურება. ბალერინა სულ ფორმაშია და ენერგიითაა სავსე.

ოდესღაც მაია წერდა, რომ ქალი, 20 წლის ასაკში დღის და ღამის განმავლობაში სულ კარგად გამოიყურება. 30 წლის შემდეგ - დღეში ოთხი საათის განმავლობაში და 50 წლის მერე - მხოლოდ რამდენიმე წუთით.

თუმცა თავად უკვე წლებია, სცენაზე დგას და უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება.

მაინც რაშია მისი გარეგნობის საიდუმლო? თავად მაია პლისეცკაიამ
ეს მარტივად ახსნა.
უნდა ჭამოთ ნაკლები. გახდომის სხვა მეთოდი კაცობრიობას არ მოუგონია. ან უფრო მარტივად გეტყვით, გინდა გახდეთ, ''იჯექი და არ ჭამო''.

გთავაზობთ ბალერინას დიეტას, რომლის წყალობითაც მაია პლისეცკაია დღემდე ისე გამოიყურება, რომ ყველას აოცებს.

საუზმე: ერთი ჭიქა შვრიის ფაფა.

სადილი: ერთი ჭიქა ბოსტნეულის სუპი და ერთი პატარა ფიალა სალათა.

ვახშამი: ერთი ჭიქა ბრინჯი. ერთი ჭიქა ბოსტნეულის სალათა და შემწვარი ორაგული.

კვებასა და კვებას შორის შესაძლებელია მიირთვათ ერთი საშუალო ზომის ხილი ან ბოსტნეული. ასევე დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი.

არ შეიძლება, კვერცხი, ხორცი, პომიდორი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, შოკოლადი.

ბროკოლი, შვრია, ქერი და ოსპი სასურველია რომ მიირთვათ.

ბალერინა ამტკიცებს, რომ ასეთი დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 8-10 კგ ორ კვირაში. ორი თვის შემდეგ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად გირჩევთ დიეტა გაიმეოროთ.

კესო ლაღიძე








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნინო
არც ისე რთულია ....სეიძლება მოსინჯოთ..არაფერი დაშავდება ....
20:03 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS