26 სექტემბერი, 2014
ლუდის შამპუნი და კონდინციონერი - მოამზადეთ დაზიანებული თმისთვის
არსებობს თმის მოვლის საშინაო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შესანიშნავ ფორმას და არაჩვეულებრივ ბზინვარებას. ერთ-ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბუნებრივი კომპონენტებიდან, რომლებიც აღადგენენ დაზიანებულ თმას და აძლიერებენ მას, არის ლუდი.

ლუდის შამპუნი

1 ჭიქა ლუდი
1 ¼ ჭიქა რბილი შამპუნი

ლუდი მოათავსეთ პატარა ემალირებულ ქვაბში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ქვაბში არ დარჩება პირვანდელი მოცულობის ¼. შემდგომ გააციეთ ლუდი და შეურიეთ შამპუნს. შამპუნი გადაასხით სათანადო ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. საშინაო შამპუნისთვის გამოდგება ნებისმიერი ლუდი.

ლუდის კონდიციონერი

1 ჭიქა თბილ ლუდს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი. თმა ჩვეულებრივად დაიბანეთ შამპუნით და ბოლოს გადაივლეთ თმაზე გამზადებული კონდიციონერი. შეიხვიეთ პირსახოცით და დაიტოვეთ 20 წუთით. გულმოდგინებით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ლუდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ამაგრებენ სუსტ თმას, მალტოზა და საქაროზა, რომლებიც ასევე არიან ლუდის შემადგენლობაში, ანიჭებენ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას. შედეგად, ლუდის გამოყენების შემდეგ თმა რბილი და მბზინვარეა.

არ შეგეშინდეთ ლუდის სპეციფიკური სუნის, გულმოდგინე დაბანის შემდეგ, ის სრულიად არ იგრძნობა.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS