24 სექტემბერი, 2014
როგორ გავიშროთ თმა ფენით ისე, რომ სალონის ვარცხნილობა მივიღოთ
იტყვით, თმის ფენით გაშრობას რა ცოდნა უნდაო? მართალი ხართ, მხოლოდ გაშრობას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია, მაგრამ თუ გსურთ, თმას სალონში დავარცხნილის იერი ჰქონდეს, რამდენიმე წესის ცოდნა გამოგადგებათ.

1. გაინაწილეთ თმა სექციებად.

გამოიყენეთ ან პარიკმახერის სარჭები, ან ჩვეულებრივი თმის სამაგრები და დაიმაგრეთ თითოეული ნაწილი. დაიწყეთ თითოეული სექციის ცალ-ცალკე გაშრობა. ფენის სპეციალური სავარცხლით თმის მონაკვეთები კარგად მოქაჩეთ და თან ფენის ცხელი ჰაერი მიაყოლეთ. ფენი 10 სმ-ზე ახლოს არ დაიკავოთ თმასთან. ასე უფრო სწრაფადაც გაიშრობთ თმას და ვარცხნილობაც
უკეთესი გამოგივათ.

2. დაჯექით, მიუხედავად იმისა, თუ მიჩვეული ხართ აბაზანაში თმის გაშრობას ფეხზე მდგომი.

პროფესიონალები გვირჩევენ, მოხერხებულად მოვთავსდეთ სკამზე და ყველა საჭირო ნივთი იქვე დავილაგოთ – ასე არც დავიღლებით და თმასაც უფრო სწრაფად და ეფექტურად გავიკეთებთ.

3. სავარცხელი მარჯვენა ხელში დაიკავეთ (თუ, რა თქმა უნდა, ცაცია არ ხართ).

სავარაუდოდ, ქალების უმეტესობა მიჩვეულია ფენის მარჯვენა ხელში ჭერას, ხოლო სავარცხლისას – მარცხენაში. შეუცვალეთ მათ ადგილები – და თმის დაყენება ბევრად მოსახერხებელი იქნება.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანი
ვეთანხმები ლევანს, ძალიან უაზრო სტატიაა :(
13:19 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ბევრი უაზრო სტატიებია მარა ესეთი უაზრო სტატია ჯერ არ მინახავს. სავარცხელი მარჯვნივ დაიჭირე და მარცხნიდან დაჯექი, და ნივთებს იქ რო დავილაგებ თმა მალე გაშრება. რავიცი რავიცი.. :)
21:49 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS