ასეთი "ცოცხალი", ხარშვის გარეშე დამზადებული მურაბა, სასარგებლოა და აძლიერებს იმუნიტეტს, მზადდება სწრაფად და მარტივად, ამავე დროს ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
ლიმონი - 1 ც.
ლაიმი - 1 ც.
გოგრა - 300 გ.
ჯანჯაფილის ფესვი - საშუალოდ ფესვის ნახევარი.
თაფლი - 200 გ
მომზადება:
გაასუფთავეთ გოგრა
თუ არ გაქვთ ლაიმი, შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონით, გამოიყენოთ სულ 2 ლიმონი. ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ თაფლი და მოამზადეთ ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ლიმონის კანი კარგად დაქუცმაცდეს.
მიირთვით სასარგებლო და გემრიელი მურაბა ყოველ დილით 1-2 ჩაის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
კესო ლაღიძე