მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის:
100 გრამი გოგრის რბილობი გახეხეთ და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, თან 1-2 სადილის კოვზი რძე დაუმატეთ. გადმოდგით, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და 1 უმი კვერცხის გული შეურიეთ. მიღებული მასა წინასწარ გასუფთავებულ სახესა და ყელზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის:
100
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი:
100 გრამი გოგრის რბილობი გახეხეთ, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, თან 1-2 სადილის კოვზი რძე დაამატეთ. გადმოდგით ქურიდან, გააგრილეთ ისე, რომ ოდნავ თბილი იყოს, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი გოგრის თესლის ზეთი. დააყოვნეთ 5-10 წუთის განმავლობაში და წაისვით სახესა და ყელზე, 15-20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.