20 სექტემბერი, 2014
თიხის ნიღბები - პიგმენტური, პრობლემური და მშრალი კანისთვის
სახის კანის მოსავლელად მთელი დღე სილამაზის სალონში რომ არ დაკარგოთ, რამდენიმე მარტივად მოსამზადებელ კოსმეტიკურ ნიღაბს შემოგთავაზებთ.

თეთრი თიხის ნიღაბი პიგმენტაციის წინააღმდეგ

თეთრი თიხა ხელს უწყობს კანის განახლებას და კვებავს მას აუცილებელი მინერალებით. მასში შემავალი მინერალი კაოლანტი ასტიმულირებს კანის ქსოვილის რეგენერაციას კოსმეტიკური პროცედურებისა და დამწვრობის შემდეგაც კი. მისი გამოყენება მგრძნობიარე კანის მქონეთაც კი შეუძლიათ.
ორ-ორი ჩაის კოვზი ტალკი და თეთრი თიხა და ერთი სუფრის კოვზი რძე კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე და 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ცისფერი თიხის ნიღაბი კანის გასაწმენდად


ასეთი ფერი მასში ვერცხლის შემცველობითაა გამოწვეული, ვერცხლის წყალობით აქვს მას ანთებსაწინააღმდეგო და სადეზინფექციო თვისება. ცისფერი თიხა კარგი აბსორბენტია, აშორებს ფერიმჭამელებს, ფორებს ნაკლებშესამჩნევს ხდის. ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აღადგენს კანის ტონუსს, კარგია ცხიმიანი კანისთვის.
თანაბარი რაოდენობის თიხა და ტალკი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი რძე და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მწვანე თიხის ნიღაბი


ეს უჩვეულო შეფერილობა რკინის ოქსიდის შემცველობის ბრალია. მასში უამრავი სასარგებლო მინერალია. მწვანე თიხას ძირითადად კანის ღრმა გაწმენდისა და შამპუნებისთვის იყენებენ. ის არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, კვებავს კანს მინერალებით, აღადგენს მის ტონუსს, უბრუნებს კანს ჯანმრთელ ფერს, ამარაგებს ჟანგბადით და აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას.
4 სუფრის კოვზ მწვანე თიხას დაუმატეთ 20 წვეთი ლიმონი სწვენი, 40 გრამი სპირტი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
სად შეიძლება ამ თიხის შეძენა?/
10:36 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS