ლიმონათი - იგულისხმება არა გაზიანი წყალი მაღაზიიდან, არამედ წყალი, რომელშიც დამატებულია ლიმონის ნაჭერი და პიტნა. საქმე იმაშია, რომ სითხის დიდი რაოდენობა აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა მან შეინარჩუნოს ცვილებათა პროცესები, მაგრამ ყველას არ უყვარს უბრალო წყლის დალევა. ლიმონი და პიტნა "გააკეთილშობილებენ " წყლის გემოს, უფრო სწორად გამოასწორებენ მის არარსებობას. ოღონდ არ ღირს სასმელში შაქრის დამატება.
საზამთროს სმუზი - საზამთროში არც ისე ბევრი კალორიებია, სამაგიეროდ ის შეიცავს ლიკოპენს და
პიტნის ჩაი - ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს პიტნა, ხელს უწყობენ ცხიმიანი საკვების მონელებას. აქედან გამომდინარე პიტნის ჩაი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება უხვი ტრაპეზის შემდეგ.
ანანასის წვენი - ანანასი შეიცავს ბრომელაინს, ფერმენტების ნაკრებს, რომელსაც ხილის ექსტრაქტის სახით იყენებენ გახდომისთვის.
მწვანე ჩაი - მდიდარია კატეხინებით, ანტიოქსიდანტით, რომლებსაც გააჩნიათ უნარი შეამციროს ცხიმის რაოდენობა მუცლის არეში. დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ დავლიოთ მწვანე ჩაი ვარჯიშამდე 1 საათით ადრე.
კესო ლაღიძე