16 სექტემბერი, 2014
როგორ შევიღებოთ თმა ხახვის ფურცლებისგან
ნაყენის მომზადების წესი:

25 გ წვრილად დაჭრილ ხახვის ფურცლებს დაასხით 200 მლ მაგარი არაყი და დაამატეთ 5 ცალი დაქუცმაცებული მიხაკი (სანელებელი). დააყენეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, რის შემდეგაც ლოსიონი აგურის ფერს მიიღებს. გაფილტრეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას მინის ჭურჭელში.

გამოყენება:

მშრალი სებორეის დროს შეიზილეთ თავის კანში კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო ცხიმიანის დროს - ყოველდღე. პროცედურის შემდეგ არ ჩამოიბანოთ.

მნიშვნელოვანია: ლოსიონი ღებავს ღია ფერის თმის ძირებს, ხანგრძლივი გამოყენებისას შეუძლია ოდნავ შეღებოს ჭაღარა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS