10 სექტემბერი, 2014
კივის სამკურნალო თვისებები
კივი შეიცავს ვიტამინებს A, B, B1, B2, B3, B6, C, E, მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, კაროტინს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ნიკოტინის მჟავას.

1. გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან.

2. დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ ვიტამინ С ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას - აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

3. პექტინის ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კივი, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისინი აჯანმრთელებენ სასარგებლო მიკროფლორას და იწოვენ ნივთიერებათა
ცვლის მავნე პროდუქტებს.

4. კივი წარმოადგენს მშვენიერ ფუძეს საჩქარო დიეტებისთვის: ის ნაკლებად კალორიულია, ამასთანავე შეიცავს უამრავ ვიტამინებს და მინერალებს, ხსნის მომატებულ გაღიზიანებას და დაღლილობას.

5. ამ ყველაფრის გარდა, კივი გამოიყენება ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს.








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS