08 სექტემბერი, 2014
ეფექტური ვარჯიში ბოთლით ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭების გასასწორებლად იაპონური მეთოდიკით
ყველა სახე სხვადასხვანაირად ბერდება. გამოხატული ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭები უჩნდებათ სრული და მრგვალი სახის მქონე ადამიანებს. ეს ნაკეცები თავისთავად კი არ ჩნდებიან, არამედ ჩნდებიან სახის ქსოვილების ჩამოშვების შედეგად.

როგორ მოვიშოროთ ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭები?

აიღეთ სუფთა ერთ ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და 1/3-ით აავსეთ წყლით. თუ ბოთლი თქვენთვის მძიმე აღმოჩნდა, შეგიძლიათ ცოტათი მოაკლოთ წყალი. დადგით ბოთლი მაგიდაზე, ტუჩებით აიღეთ ბოთლის ყელი და აწიეთ (არა კბილებით!).

გეჭიროთ ბოთლი ცოტათი აწეული მაგიდიდან 20 წამი, შემდეგ დადგით.
გაიმეორეთ მანამ, სანამ ტუჩები არ დაგეღლებათ. მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ბოთლის ყელს მოახვიოთ მარლა.

იაპონელების აზრით, ამ ვარჯიშში მუშაობაში ერთვებიან კუნთები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გამოიყენება, ე.წ. "ძაღლის კუნთები". ასეთი მასაჟის შედეგად, ცხვირის და ტუჩების გარშემო ნაოჭების კუნთები იძენენ ტონუსს და ნაოჭები სწორდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS