პილინგი სოდით - რბილ შამპუნს შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდა და 1 დაფშვნილი აბი ასპირინი.
ყავის პილინგი - შამპუნს ან კონდიციონერს დაუმატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი შაქარი ან ზღვის მარილი და დაფქული ყავა.
ორივე შემთხვევაში ნარევი წაისვით ნოტიო თმაზე და 2 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და გამოიყენეთ კონდიციონერი ან დამატენიანებელი ნიღაბი.
მარილის პილინგი - წვრილ მარილს (სასურველია ზღვის მარილი) დაუმატეთ თბილი წყალი შეფარდებით 1:1. თმის სიგრძის მიხედვით დაგჭირდებათ 2- 5 ს.კ. მარილი. მიღებული მასა წაისვით ნოტიო თმაზე და შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით 10 წუთის განმავლობაში. მასაჟის შემდეგ მარილი დაიტოვეთ თმაზე 5-10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. თავი დაიბანეთ შამპუნით.
პილინგის პროცედურა საკმარისია გაიკეთოთ კვირაში ერთხელ. რეგულარული გამოყენების შემდეგ ხდება თავის კანის რეგენერაცია. აქერცვლა ააქტიურებს უჯრედების ცვლას, ასტიმულირებს კანის ტონუსს, ხელს უწყობს მის გაჯანმრთელებას. უმჯობესდება თმის ფოლიკულების კვება და სისხლის მიწოდება. ჟანგბადი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ადვილად აღწევენ თმის ძირებში. ამის წყალობით ჩერდება თმის ცვენა და თმა იზრდება ძლიერი და ჯანმრთელი.