08 სექტემბერი, 2014
რატომ არის საშიში ორგანიზმისთვის რკინის დეფიციტი
რკინის დეფიციტი დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმოადგინა მონაცემები, რომლებშიც ნათქვამია, რომ დღევანდელ პერიოდში ფარული რკინის დეფიციტი მსოფლიოში 3,6 მილიარდ ადამიანს გააჩნიათ, მათგან 1,8 მილიარდი დაავადებულია ანემიით (მსოფლიო მოსახლეობის 25%).

რკინის დეფიციტის ნიშნებია: სისუსტე, დაღლილობა,დაქვეითებული შრომისუნარიანობა, მუდმივი ძილიანობა, ცივი კიდურები, თმის ცვენა და მაღალი მტვრევადობა, კანის სიმშრალე და სიმკრთალე, ნახეთქები პირის კუთხეებში, გასტრიტის გამწვავება. სხვათა შორის, ვეგეტარიანულობა და დიეტის დაცვაც შეიძლება გახდეს რკინის დეფიციტის მიზეზი, რადგან ამ ელემენტის მეტი წილი წითელ ხორცში და
ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრეულ სტადიაში სიმპტომები არ იჩენენ თავს. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ რკინის შეფარდებითი ბალანსი ორგანიზმში, უნდა ხშირად გამოიყენოთ ზღვის პროდუქტები, წითელი ხორცი (საქონლის), ლობიო, ხილი და ჩირი (ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ბროწეული, ატამი, კომში), ბურღულეული ( ხორბლის, შვრიის ).

იკვებეთ დაბალანსებულად და არ დაუშვათ რკინის დეფიციტი, რადგან რკინა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ჩვენ ორგანიზმში.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS