პირველი ნაოჭების გაჩენისთანავე კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად სახის კანის გასამკვრივებლად სპეციალურ მარტივ ვარჯიშებს თუ მიმართავთ, შედეგი გაცილებით ეფექტური და ხანგრძლივი იქნება.
ეს ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალური დღესასწაულების შემდეგ პერიოდშია, როცა კანი ზედმეტი კოსმეტიკისა და უძილობისგან გადაღლილი და მოდუნებულია. თანაც, ამ ვარჯიშების უპირატესობა ისიც არის, რომ მათი შესრულება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება.
ტუჩების ვარჯიში
დაჯექით სწორად, იყურეთ პირდაპირ, პირი დამუწეთ. გაიღიმეთ, რაც შეიძლება ფართოდ, ოღონდ ისე, რომ ბაგეები ერთმანეთს არ დააცილოთ. გაჩერდით ასე 5 წამი, შემდეგ დაუბრუნდით
ყელისა და ღაბაბისთვის
დაჯექით სწორად, თავი უკან გადასწიეთ და ჭერს ახედეთ. პირი დამუწეთ და ყბა ისე ამოძრავეთ, თითქოს კევს ღეჭავთ, მაშინვე იგრძნობთ, რა ინტენსიურად მუშაობს ყელისა და ნიკაპის კუნთები. შეასრულეთ ვარჯიში 20-ჯერ.
ლოყებისთვის
პირი მოკუმეთ, ლოყები ჯერ შესწიეთ, შემდეგ კი გამობერეთ. ორივე მდგომარეობაში 10-10 წამი გაჩერდით. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.
ქუთუთოებისთვის
დაჯექით გამართულად და ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ გაიხედეთ პირდაპირ, შემდეგ მაღლა, დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
შუბლისთვის
რაც შეიძლება ძლიერად შეყარეთ წარბები, შემდეგ მაღლა აზიდეთ და თვალები ფართოდ გაახილეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ.
კესო ლაღიძე