ამჯერად შემოგთავაზებთ თითქმის ერთმანეთის მსგავს ორ რეცეპტს, რომლებიც, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ოთხი ათასზე მეტი წლისაა. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი #1
უმაღლესი ხარისხის თეთრი ხორბლის ფქვილისგან, გამდნარი ნაღების კარაქისა და 1 ჩაის კოვზი კურკუმისგან მოზილეთ ცოტაოდენი ცომი და ძალიან თხლად გააბრტყელეთ.
სახეზე რამდენიმე წვეთი გამდნარი ნაღების კარაქი წაისვით და მთელ
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი #2
უმაღლესი ხარისხის თეთრი ხორბლის ფქვილისა და კიტრის წვენისგან მოზილეთ არაჟნის კონსისტენციის ცომი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 სადილის კოვზი გამდნარი ნაღების კარაქი და 1 ჩაის კოვზი ყვავილების თაფლი.
ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და წინასწარ გაწმენდილ სახეზე წაისვით. დაელოდეთ, სანამ კარგად გაშრება, დაახლოებით 30 წუთი, შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ერთი საათის განმავლობაში სახეზე არაფერი წაისვათ.
ეს თითქმის ერთნაირი ნიღბები გამოგნებელ შედეგს იძლევა. კურკუმა ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს და აახლებს კანის უჯრედებს, ფქვილი ასუფთავებს ფორებს და ათეთრებს კანს, კიტრის წვენი კი - ატენიანებს. ნიღბების ეფექტი პირველი გამოყენებისთანავე შეინიშნება.