04 სექტემბერი, 2014
როგორ გავაძლიეროთ მექანიკური პილინგის (სკრაბის) ეფექტი: კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების გაძლიერება
ეს სრულიად გამაოგნებელი კანის გაახალგაზრდავების და განახლების პროცესი წაგართმევთ მხოლოდ 5-10 წუთს!

პროცედურას იწყებთ სკრაბის გამოყენებით. კანში აკურატულად, მაგრამ აუცილებლად გაწითლებამდე, შეიზილეთ ნებისმიერი სკრაბი.
რა ხდება ამ დროს? ჩვენ კარგად ვასუფთავებთ კანს და ამით მას ოდნავ ვაყენებთ ტრამვას.

პილინგის შემდეგ კანზე წაისვით ნებისმიერი მომჟავო რძის პროდუქტი ცოცხალი ბაქტერიებით (შაქრის და სხვა დანამატების გარეშე).
ასეთი ბაქტერიები მცირე რაოდენობისაა - ტერმოფილური სტრეპტოკოკი და რძის მომჟავო ჩხირი. ამ ბაქტერიებს შეიცავს ნებისმიერი ცოცხალი იოგურტი. და სწორედ ასეთი იოგურტი ემსახურება
სატყუარად ჩვენი მხსნელი-მაკროფაგებისთვის.

ისინი მრავლდებიან ჩვენ კანზე, შთანთქავენ ბაქტერიებს იოგურტში და სწორედ ბაქტერიების "შთანთქვის" დროს გამოყოფენ კოლაგენის და ელასტინის ზრდის ფაქტორებს!

იოგურტი
გაიჩერეთ კანზე 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეფექტი მომენტალურია (კანის გაწმენდა მკვდარი უჯრედებისაგან) და ხანგრძლივი (კოლაგენის და ელასტინის სინთეზი, რომელსაც სჭირდება დრო).



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS