მინერალური წყალი უნდა შეარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით. თუ კანი ცხიმიანი და ფორებიანია, გამოიყენეთ წყალი, რომელიც შეიცავს მარილების დიდ რაოდენობას. მათ, ვისაც ნორმალური და მშრალი კანი აქვთ, უნდა მიაქციონ ყურადღება ნაკლებად მინერალიზირებულ სასმელებს, რადგან ისინი არბილებენ და მატებენ ეპიდერმისს ტონუს.
თუ სახის დასაბანად ონკანის წყალს შეცვლით მინერალური წყლით და ყოველდღიურად გამოიყენებთ მას დილა-საღამოს,
ყინული. სახლის პირობებში მინერალური წყლისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ყინულის კუბიკები და დაიბანოთ სახე. ასეთი პროცედურა ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას, ტონუსის მომატებას, სახის კუნთების აქტიურ შეკუმშვას და გაძლიერებას. კანი გამოიყურება ბევრად ახალგაზრდულად.
ლოსიონი. 1 ჭიქა მინერალური წყალი მიიყვანეთ დუღილამდე და დაასხით 2 ს.კ. სამკურნალო მცენარეს, დაახურეთ და დატოვეთ 30 წუთით, შემდეგ გაწურეთ. ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის გამოიყენეთ გულყვითელა, სალბი, გვირილა ან ჭინჭარი, ხოლო მშრალი და ნორმალურისთვის - პიტნა. ასეთი ლოსიონი გამოიყენეთ სახის ყოველი დაბანის შემდეგ. ლოსიონი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 5 დღისა.
სპრეი. არა ნაკლებ სასარგებლოა მინერალური წყლის გამოყენება თერმიული წყლის სახით. ამისათვის ცარიელ ფლაკონში დოზატორით ჩაასხით მინერალური წყალი და დღის განმავლობაში დროდადრო შეისხურეთ სახეზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი პროცედურები ზაფხულის სიცხის ან გათბობის სეზონის პერიოდში, როცა კანი კარგავს სინოტივეს.
მინერალური წყალი შეიცავს კანისთვის სასარგებლო ბევრ ქიმიურ ნივთიერებებს: ფტორს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მინერალური წყალი ეფექტური საშუალებაა ეპიდერმისის კვებისთვის და დასატენიანებლად.
კესო ლაღიძე