ფქვილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მას აქტიურად იყენებენ გამწმენდი ნიღბების დასამზადებლად
ფქვილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მას აქტიურად იყენებენ გამწმენდი ნიღბების დასამზადებლად, საქმე ის არის, რომ ფქვილი კანის ზედაპირიდან მავნე ნივთიერებებს შეიწოვს.
თუ
ცხიმიანი კანი გაქვთ, გამწმენდი ნიღბისთვის შეგიძლიათ სახამებელი გამოიყენოთ, ასევე ცხიმიანი კანის შემთხვევაში ნიღაბში შეგიძლიათ კეფირი ან კიტრის წვენი ჩაამატოთ.
მშრალი კანისთვის რეკომენდებულია შვრიის ფქვილის გამოყენება, სასურველია, შვრიას ცოტაოდენი ნაღებიც დაამატოთ.
ფქვილისგან გამწმენდი ნიღაბი კი შემდეგნაირად მზადდება:
ერთ სადილის კოვზ ფქვილს დაუმატეთ ცოტაოდენი
ცივი წყალი ერთგვაროვანი ფაფისებური მასის მიღებამდე - სისქე ისეთი უნდა იყოს, რომ წასმისას სახეზე გაჩერდეს. ნიღაბი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
კესო ლაღიძე