29 აგვისტო, 2014
ჩინელი უხუცესების დიეტა
უამრავი ქალი ცდის სხვადასხვა დიეტას, რათა მოხდენილი სხეული ჰქონდეს და გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოს. ჩინელი უხუცესების ცხოვრების წესი დაგეხმარებათ, ზედმეტი წონაც მოიკლოთ და ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ.

ჯანმრთელი და მოხდენილი სხეულის შესანარჩუნებლად ადამიანმა დღეში 1500 კალორია უნდა მიიღოს, მაგრამ რაციონი ისეთი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებით იქნება მდიდარი. ქალის რაციონი მდიდარი უნდა იყოს სელენით, ფლავონოიდებით, ცინკით, ომეგა-3-ის ცხიმებით, "ე" და "ც" ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით.

მიირთვით ბოსტნეული: გოგრა, პომიდორი, ტკბილი წიწაკა. სეზონის შესაბამისი ხილი დღეში არანაკლებ
3 ცალი უნდა შეჭამოთ. პარკოსნები, სიმინდი, ბრინჯი; ზომიერად ცხოველური ცხიმი. დასაშვებია უცხიმო, მოხარშული (ან ცეცხლზე შემწვარი) ხორციც. შეამცირეთ მარილისა და შაქრის რაოდენობა.

ნურასდროს შეჭამთ დანაყრებამდე, სუფრა ოდნავ მშიერმა უნდა დატოვოთ. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS