სახსრების ტკივილი, მარილების დაგროვება - 100 გ მდოგვის ფხვნილი და 200 გ მარილი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 100 მლ მაგარი მუქი ლუდი. გამზადებული ნარევი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში ყოველ დღე ძილის წინ 1 თვის განმავლობაში.
თავის ტკივილი, შაკიკი - ღია ფერის ლუდი შეათბეთ, 30-40 წუთით დაიდეთ
კუჭ-ნაწლავის პრობლემები (დიარეა) - 0,5 ჭიქა ღია ფერის ლუდს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი. მიიღეთ მცირე ყლუპებით 1 დღის განმავლობაში. რამდენიმე საათში შვებას იგრძნობთ.
გრიპი და ბრონქიტი - დაჭყლიტეთ 1 თავი საშუალო ზომის ნიორი, დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად გატარებული 2 ც. ლიმონი, 300 გ შაქარი და 0,5 ლ ლუდი. ნარევი მოხარშეთ ორთქლზე მჭიდროდ დახურული თავსახურით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ხველა და გაციება - 1 ჭიქა თბილ ლუდს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, ცოტაოდენი დარიჩინი და მიხაკი. სასმელს კარგად მოურიეთ და დალიეთ ძილის წინ. დილით და თავს იგრძნობთ ბევრად უკეთესად. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ რამდენიმე დღე.
კესო ლაღიძე