29 აგვისტო, 2014
როგორ მოვუაროთ წამწამებს, რომ ისინი სქელი, გრძელი და ჯანმრთელი იყოს
1) წამწამების სილამაზის პირველი რეცეპტი - ყოველდღიურად მთლიანად მოიშორეთ ტუში. ეს წესი არასდროს არანაირ სიტუაციაში არ დაარღვიოთ.

2) წამწამების გაზრდა და გასქელება შეუძლია, ჯადოსნურ წამალს - აბუსალათინის ზეთს. მისი წამწამებზე წასმა შეიძლება ყოველსაღამოს ტუშის სუფთა ფუნჯით.

3) წამწამები ხშირი და ფუმფულა გახდება მცენარეული კომპრესით, როგორიცაა კალენდულას და შავი ჩაის ნარევი. ნარევით ბამბა კარგად დაასველეთ და 15 20 წუთი დაიდეთ ქუთუთოებზე. კომპრესი აუცილებელია, რომ კვირაში 1-2 გააკეთოთ.

4) დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ სველი ტუში უნდა გამოიყენოთ. აუცილებლად
ყურადღება მიაქციეთ ტუშის ვადას და არავითარ შემთხვევაში არ გაათხელოთ ტუში სხვადასხვა საშუალებებით, როდესაც ის გამოშრება. ეს ცუდად მოქმედებს წამწამებზეც და მხედველობაზეც.

იმისთვის, რომ სქელი და ხშირი წამწამები გქონდეთ, დაიმახსოვრეთ, რომ მას სულ უნდა მოუაროთ.

კესო ლაღიძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS