29 აგვისტო, 2014
მარმარილოს ნიღაბი კანს ამკვრივებს
მარმარილოს სილამაზისთვის ჯერ კიდევ კლეოპატრა და ნეფერტიტი იყენებდნენ. ეს მინერალი კანს კალცით ამარაგებს და სიმკვრივესა და სიჯანსაღეს ანიჭებს.

ერთი სუფრის კოვზი წვრილად დანაყილი მარმარილო აურიეთ ორ სუფრის კოვზ თაფლში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ არაჟნის სისქის მასის მიღებამდე. ნიღაბი წინასწარ კარგად გაწმენდილ და დაორთქლილ სახეზე გადაისვით.

20-25 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ წყალში ცოტაოდენი ლიმონის წვენიც გაურიოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
მარმარილო სად ვიშოვო?
16:59 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS