25 აგვისტო, 2014
თაფლისა და გვირილას გამაახალგაზრდავებელი ნაყენი – გააკეთეთ 5 წელიწადში ერთხელ
ეს საოცარი რეცეპტი სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მომზადება:

გვირილა, უკვდავა, კრაზანა, არყის ხის გირჩები თითოეული 100 გრამი კარგად დაფქვით და თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. საღამოს ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ.

მიღებულ ნაყენს დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ძილის წინ დალიეთ, ამის შემდეგ არაფერი დალიოთ და ჭამოთ. დილით კვლავ მოამზადეთ ნაყენი, შეურიეთ ერთი კოვზი თაფლი და საუზმემდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ნაყენი გეყოფათ.
გაითვალისწინეთ: ნაყენის ხელმეორედ მომზადება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეიძლება.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
დოდო
აბსურდი!ხალხს ნუ დასცინიტ!
21:53 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მერი
0,5 ლიტრი ნაყენი ერთ დალევაზე მივიღოთ?
21:06 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
აბსოლუტურად გაუგებარი რეცეპტია ...
23:44 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ნაყენი თუ დაფხვნილი ნარევი გვეყოფა?
18:43 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS