2. კარტოფილი იმ შემთხვევაში მოგიტანთ სარგებელს, თუ ის ახალია და თუ მიირთმევთ მოხარშულს ან ღუმელში დაბრაწულს.
3. პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ფქვილს: თეთრი პური, ფუნთუშები, ტორტები და ა.შ.
4. თეთრი ბრინჯი შეიცავს ბევრ სახამებელს. მთლიანად უარის თქმა თეთრ ბრინჯზე არ არის საჭირო, შეიძლება უბრალოდ შეზღუდოთ მისი მიღება კვირაში 1-2 პორციამდე. მოსინჯეთ ყავისფერი ბრინჯი, რომელშიც შენარჩუნებულია ამ ბურღულეულის ყველა სასარგებლო თვისება.
6. ხორცის და ქათმის ბულიონები შეიცავენ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს.
7. ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, სოსისი ეს პროდუქტებია, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უშლიან გახდომას, არამედ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. მათი გამოყენება შეიძლება იშვიათად და მინიმალური რაოდენობით.
8. "შპროტი'', შებოლილი თევზი, კონსერვი ზეთში. ეს პროდუქტები ზედმეტად გაჯერებულია ცხიმებით და აფერხებენ გახდომის პროცესს.
9. კარაქი და მაიონეზი. ექიმების მიერ არ არის რეკომენდებული კარაქის სრული შეზღუდვა, ვინაიდან ის შეიცავს უამრავ ვიტამინებს და ამინომჟავებს, რომლებიც ასე სასარგებლოა კანის, ფრჩხილის და თმის ჯანმრთელობისთვის. მთავარია - დაიცავით ზომიერება. რაც შეეხება მაიონეზს, უმჯობესია გამოიყენოთ სახლში დამზადებული მაიონეზი, სარგებელიც მეტი იქნება და კერძებიც უფრო გემრიელი.
10. ჩიფსები, ორცხობილა, მარილიანი თხილი და ნებისმიერი "სწრაფი საკვები".