13 ივნისი, 2013
რატომ ვითარდება მარჯვენა ხელი
მიუხედავად ამისა, ცაციები, როგორც ჩანს, კარგად გრძნობენ თავს და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. მაგალითად, მსოფლიოს ორი უდიდესი გენიოსი - ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო ცაციები იყვნენ. თუ ცაცია ხართ, ან იცნობთ ასეთებს, შეამჩნევდით, რომ მათ თითქმის ყველაფერთან შეგუება უწევთ. საქმე ის არის, რომ ადამიანთა 98% მემარჯვენეა, ამიტომაც, ბუნებრივია, ყველაფერი, დაწყებული კარის სახელურიდან, ტანსაცმლის ღილით დასრულებული, გათვლილია მემარჯვენე ადამიანებზე.

მიუხედავად ამისა, ცაციები, როგორც ჩანს, კარგად გრძნობენ თავს და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. მაგალითად, მსოფლიოს ორი უდიდესი გენიოსი -
ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო ცაციები იყვნენ.

ცაცია ბავშვების მშობლები ძალიან განიცდიან შვილების ''ნაკლს'', მაგრამ თანამედროვე მედიკოსები არაფრის გამოსწორების რეკომენდაციას არ იძლევიან.

უკეთ განვითარებული მარცხენა ხელი სულაც არ არის დეფექტი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის დასჯა, მით უმეტეს, ცემა იმისთვის, რომ მან მაინცდამაინც მარჯვენა ხელით დაწეროს.

დიდი ხნის განმავლობაში მარჯვენა ხელის განვითარების მიზეზად ვარჯიშს, ტრადიციებს მიიჩნევდნენ. ამიტომაც ეგონათ, რომ ცაციებს ყველაფერი რიგზე არ ჰქონდათ და ისინი ისე ვერ აკეთებდნენ საქმეს, როგორც სხვები.

დღეს დადგენილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა მემარჯვენეა იმიტომ, რომ მათი ტვინი განსაზღვრული მიმართულებით ფუნქციონირებს. ტვინის ერთი ნახევარი დომინირებს მეორე ნახევარზე. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო სხეულის მარჯვენა ნახევრის ფუნქციებს აკონტროლებს, ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო კი - სხეულის მარცხენა ნახევრის ფუნქციებს.

ადამიანთა უმრავლესობას სწორედ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მეტად აქვს განვითარებული, ამიტომაც მათი სხეულის მარჯვენა ნახევარი უფრო დახვეწილი და კარგად განვითარებულია. მარჯვენა ხელითაც უკეთ ვმუშაობთ, ვიდრე მარცხენით.

ცაციების ტვინი საპირისპირო მიმართულებითაა განვითარებული. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს, ამიტომაც ცაციები ისევე გამართულად იყენებენ მარცხენა ხელს, როგორც მემარჯვენეები - მარჯვენას და ეს პრობლემად არ უნდა აღიქვათ

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ცაცია
მე ცაცია ვარ და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,პირიქით მომწონს კიდეც რომ სხვებისგან განსხვავებული ვარ, შეიძლება ჩვენ ცაციები განსხვავებულად ვფიქრობთ და სხვანაირად ვხედავთ სამყაროს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მონსტრები ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ, ადამიანები რომლებიც განსხვავებულები არიან, და თუ ვინმეს ჩვენზე ცუდი წარმოდგენა აქვს სჯობს შეიცვალოს თავისი უაზრო წარმოდგენები, თორემ ცაციებმა კი ვიცით ვინც ვართ და რაც ვართ:). მე მიყვარს ცაციები იმიტომ რომ მეც მათნაირი ვარ და არავის არ მიცემ უფლებას რომ ვინმემ დაგვჩაგროს.
23:28 / 05-11-2017
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ჩემი შვილის არის ცაცია და არანაირი პრობლემა არ აქვს მარცხენა ხელს ისე ხმარობს ვერ გაარჩევტ მარჯვენისგან,,მე ვერ ვხედავ პრობლში რო ჩემი შვილი ცცია მითუმეტეს ნაკლს ცაციობაში
21:24 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS