11 აგვისტო, 2014
სახის გაწმენდა მკვდარი უჯრედებისგან - ინგლისური მეთოდი
ეს რეცეპტი განსაკუთრებული პოპულარობით ინგლისელ ქალბატონებში სარგებლობს. სახის გაწმენდა შედგება 4 ეტაპისგან. ყოველ მათგანზე განსაზღვრული კომპონენტების გამოყენებით მკაცრი განსაზღვრული თანამიმდევრობით:

1. 1 ს.კ. შვრიის ფქვილი + 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი.
2. 1 ს.კ. თაფლი + 1 ჩ.კ. ვაშლის წვენი.
3. 1/2 ჭიქა მჟავე კეფირი + 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი.
4. პულივიზატორი მინერალური წყლით.

გამოყენების წესი:

1. შეიზილეთ შვრიის ფქვილი ზეთით 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიცადეთ
5-7 წუთი.
2. ზემოდან წაისვით თაფლი ვაშლის წვენით, ასევე დაიცადეთ 5-7 წუთი.
3. არ ჩამოიბანოთ და ზემოდან სქლად წაისვით კეფირი ლიმონის წვენით 5 წუთით.
4. ჩამოიბანეთ სახე და შეისხურეთ სახის კანზე მინერალური წყალი პულივიზატორით ან 2-3 წუთით დაიდეთ კანზე მინერალურ წყალში დასველებული დოლბანდი.

ამ მეთოდით წმენდისას ხდება სახის რქოვანი ფენის ნაწილობრივი მოცილება, კანის მკვდარი უჯრედების მოშორება, კანი გაახლებული და გაახალგაზრდავებულია.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS