ამერიკელი ქალები ხშირად მიმართავენ დიეტებს. ტენდენცია აქვთ, ყველაფერი უმი ჭამონ. თმების გასამაგრებლად და ბრწყინვალების მისაცემად ავოკადოს ნიღაბს იკეთებენ. მწიფე ავოკადოს ნაყოფს ორად ჭრიან, თესლს ამოაცლიან და თმებში შეიზელენ. ნიღაბს თმაზე ერთი საათი იჩერებენ, შემდეგ შამპუნით იბანენ. ამერიკაში პლასტიკური ქირურგია პოპულარობის ზენიტშია. ფიზიოლოგიური ხსნარით მკერდი
გერმანელი ქალები უპირატესობას ბოსტნეულსა და მათგან დამზადებულ სუპებს ანიჭებენ. კვირაში ორჯერ ორგანიზმის გამწმენდ რეჟიმს იცავენ. თმებს ყოველდღიურად ვიტამინების ნარევით კვებავენ, სახეზე არაჟნის ნიღაბს იკეთებენ. ბუნებრივ დაბერებას აქაური ქალები უფრო ეგუებიან, ვიდრე მათი მეზობელი ევროპელები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პლასტიკური ოპერაციები ნაკლებ მოდაშია. გერმანელი ქალები ყველაზე ხშირად ქუთუთოების ქირურგიას მიმართავენ. ფრანგი ქალების მსგავსად, ისინი ამ „პატარა საიდუმლოს“ მხოლოდ უახლოეს მეგობრებს უმხელენ.
აფრიკელი ქალები თავს ყავისფერი თიხით იმშვენიერებენ. მას იყენებენ როგორც საპნის, ასევე შამპუნის ნაცვლად. თიხა თმას აცოცხლებს და თმის საფარველის ჭარბ ცხიმს არეგულირებს. იგი ფირფიტების სახით იყიდება, მაგრამ, როგორც კი თბილ წყალში გახსნიან, მაშინვე კრემად იქცევა. თიხა მშვენიერი ნიღაბია თავიდან ფეხებამდე. აფრიკელი ქალისათვის სხეულის მოვლა კულტურის შემადგენელი ნაწილია. აქაური ქალები ეპილაციის საინტერესო მეთოდს ფლობენ. მასალა თაფლისა და ლიმონისგან მზადდება. კანზე თმისა და ბეწვების ამოსაცლელად მომზადებული კარამელის გუნდას ზონიდან ზონამდე აგორებენ.
მექსიკა. გაღვიძებისთანავე ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენით სისხლის გაწმენდის ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა. აქ დიეტის კულტია. ქალები გაძლიერებულ პროტეინულ დიეტას ამჯობინებენ. კვირაში 4 დღე მიყოლებით მხოლოდ თევზს, ფრინველსა და კვერცხს მმირთმევენ. თმამ რომ იბრწყინოს, მექსიკელი ქალები დაბანის შემდეგ ნახევარ ჭიქა წყალში ერთ ჩაის კოვზ ძმარს ურევენ და თმაზე ივლებენ. სახის კანს სხვადასხვა ხილის ნიღბებით კვებავენ. ინდური წარმოშობის მექსიკელი ქალებისათვის ცხვირის ოპერაცია მაღალ სოციალურ საფეხურზე ასვლის საშუალებაა. წინაპართაგან ბოძებულ მემკვიდრულ საჩუქარზე - მეტისის კეხიან ცხვირზე - უარს აცხადებენ და პაჭუა დასავლურ ცხვირს ამჯობინებენ. სხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებს იშვიათად მიმართავენ.
ბრაზილიელი ქალები აბაზანაში ფერად კენჭებს ყრიან. მათი რწმენით, ისინი დადებითი ენერგიით არის დამუხტული და მთელ სხეულზე დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ. ბანაობის შემდეგ სხეულზე ეთეროვანი ზეთებით მასაჟს იკეთებენ. სახეს ნუშის ზეთით უვლიან, რაც ნაოჭების წარმოქმნას აბრკოლებს. კვირაში ორჯერ ორგანიზმის გამწმენდ რეჟიმს იცავენ. ბრაზილიელი ქალები პლასტიკურ ოპერაციებზე ისე ხშირად დადიან, თითქოს ტანვარჯიშის მორიგ სეანსზე მიდიოდნენ. თავს ნაწიბურების ჩვენებით იწონებენ. უფრო მეტიც, პლასტიკურ ოპერაციებზე საუბარი კულტურის მაჩვენებლადაა მიჩნეული. აქაური ქალები უპირატესობას ლიპოსაქციას, მკერდისა და გავის პროთეზს ანიჭებენ.
ესპანეთი. აქაური ქალები ფერების რეჟიმით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ორშაბათს ჭამენ თეთრი ფერის საკვებს (თევზი, თეთრი ყველი, კვერცხის ცილა, კანგაცლილი ბადრიჯანი, ვაშლის ჟელე). სამშაბათს - წითელ ან ქარვისფერ საკვებს... უფრო რომანტიკულია მთვარის რეჟიმი. ესპანელი ქალებისათვის ზეითუნის ზეთი არამხოლოდ ძვირფასი საკვები პროდუქტია. დაბანის შემდეგ სახის მშრალ კანზე ზეითუნის ზეთს ისვამენ. სახეზე ზეითუნის ზეთისა და თაფლის ნარევის ნიღაბს იკეთებენ. მანიკიურის გაკეთების წინ თითებს თბილ ზეითუნის ზეთში ყოფენ. ფრჩხილების ირგვლივ კანი რბილდება და უმტკივნეულოდ იჭრება. ესპანელი ქალები სახის გაახალგაზრდავებაზე მეტად ფეხების გალამაზებაზე ზრუნავენ. ისინი ლიპოსაქციას ფეხებზე იკეთებენ. მიმართავენ მკერდისა და ქუთუთოების ოპერაციებს, მაგრამ არც ისე ინტენსიურად, როგორც საფრანგეთსა და აშშ-ში.
ინგლისელი ქალები გამწმენდ წვენებსა და ბალახეულ ნაყენებს ეტანებიან. მიირთმევენ შერჩევით: ხილი და ბოსტნეული. აქაური ქალები ძალიან პრაქტიკულები არიან. გამოყენებულ ჩაის პაკეტს კი არ აგდებენ, მაცივარში ინახავენ. როგორც კი თვალების დაღლას იგრძნობენ, მაცივრიდან გამოიღებენ და რამდენიმე წუთით ქუთუთოებზე დაიდებენ. ეს პროცედურა ტკივილსა და დაღლას სწრაფად ხსნის. ძალიან უყვართ ხილის ნიღბები და სახეს მათი მეშვეობით ვიტამინებით კვებავენ. საუკუნის დასაწყისში ინგლისი ესთეტიკური ქირურგიის აკვანს წარმოადგენდა. სადღეისოდ კი სულ სხვა სურათი გვაქვს. ამჟამად საფრანგეთსა და აშშ-ში გაცილებით მეტი კვალიფიციური სპეციალისტია, ვიდრე ლონდონში. ბევრი ინგლისელი ქალი თავის გასალამაზებლად პარიზს სტუმრობს. მათ დიდი ტუჩები და ახალგაზრდული იერი სურთ. ამიტომ უმეტესად ლიფტინგითა და მკერდის გადიდებით არიან დაინტერესებული.
კესო ლაღიძე