10 აგვისტო, 2014
4 ნიღაბი, რომელიც ცხიმიანი და პრიალა სახის კანის პრობლემებისგან გაგათავისუფლებთ
დღესდღეობით ქალების 70 პროცენტი ცხიმიანი კანის და მასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. მაგალითად: პრიალა, გაფართოებული ფორები, გამონაყარი და ა.შ. შემოთავაზებული ნიღბების საუკეთესო რეცეპტები ებრძვის ცხიმისგან გამოწვეულ ბზინვარებას სახეზე. ეს ნიღბები შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 2-3-ჯერ.

1. ბამბის ტამპონით სახეზე წაისვით უცხიმო კეფირი და დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნიღაბი მსუბუქად შეგიშრობთ კანს.

2. კარგად ათქვიფეთ ცილა და დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი (ცედრა), გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს
სახის კანს.

3. 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 20 გ საფუარი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა თბილი რძე და წაისვით სახეზე 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად წმენდს კანს.

4. კარგად აგლუვებს და წმენდს კანს კიტრისა და ბორის მჟავის ნიღაბი. კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ ბორის მჟავა პროპორციით 6:1, ანუ კიტრის 6 ნაწილი და ბორის მჟავის 1 ნაწილი. დაიდეთ მიღებული ფაფა სახეზე 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS