10 აგვისტო, 2014
ტიბეტური დიეტა - წონის დაკარგვა ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯზე
შეეცადეთ არ ჭამოთ გვიან, ბოლოს მიირთვით არაუგვიანეს ორი საათით ადრე, დაძინებამდე დიეტა ერთ კვირას გრძელდება და კარგავთ 5-7 კილოგრამამდე. დიეტის დაცვის დროს, სწრაფი შედეგის მისაღწევად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

საკვები დაღეჭეთ საფუძვლიანად, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
კვებასა და კვებას შორის წახემსება აკრძალულია.
რეკომენდირებულია წყლის დალევა საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე, სასურველია მიირთვათ მინერალური წყალი.
შეეცადეთ არ ჭამოთ გვიან, ბოლოს მიირთვით არაუგვიანეს ორი საათით ადრე, დაძინებამდე.
ხშირად გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე და ღრმად ისუნთქეთ.
დიეტა ხელს
უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას და გაახალგაზრდავებას.


რაც მთავარია, ტიბეტური დიეტა დაიწყეთ, კვირის პირველ დღეს, ორშაბათს.

ორშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა რძე, პატარა ნაჭერი პური.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ლობიო. 200 გ სალათი პომიდორის სალათი. შეგიძლიათ დაამატოთ ტკბილი წიწაკა, ხახვი და ოხრახუში. 1 დიდი მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი.
ვახშამი: 250 გრამი დაჭრილი თეთრი კომბოსტო, ლიმონის წვენით. 150 გ ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

სამშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 დიდი ვაშლი.
სადილი: 200 გრ მოხარშული თევზი, 200 გრ ხილის სალათი ვაშლი. 1 ცალი ფორთოხალი.
ვახშამი: 250 გ ზეთში შემწვარი ყაბაყი, 3 პომიდორი, 1 პატარა ნაჭერი პური, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ოთხშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: 200 გრამი მოხარშული ლობიო, 200 გრამი კიტრი-პომიდორის სალათი ხახვით, 1 კბილი ნიორით და ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: 200 გ მოხარშული გახეხილი ჭარხალი, ოხრახუშთან ერთად. 2 ცალი ვაშლი, ფორთოხალი, პატარა ნაჭერი პური, 1 პომიდორი. 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ხუთშაბათი


საუზმე: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 პატარა ფუნთუშა.
სადილი: 250 გრ მოხარშული თევზი, 200 გ ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული მწვანე ლობიო, 200 გრამი უმი გახეხილი სტაფილო ზეთით და ნიორი. 1 ჭიქა ჩაი და პატარა პური.

პარასკევი


საუზმე: 1 ჭიქა რძე, პატარა ფუნთუშა.
სადილი: 200 გრამი დაჭრილი წითელი კომბოსტო, ლიმონის წვენით. 1 ჭიქა იოგურტი, 2 ვაშლი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 200 გრ ბადრიჯანი მცენარეული ზეთი შემწვარი და მცირე რაოდენობით სტაფილო. პატარა ნაჭერი შავი პური. 1 ჭიქა მინერალური წყალი.

შაბათი


საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი ან ფორთოხლის.
სადილი: 200 გრამი გახეხილი სტაფილო ზეითუნის ზეთით, 200 გრამი პომიდორის სალათი, ტკბილი წიწაკა და ხახვი. 1 ჭიქა მინერალური წყალი.
ვახშამი: 150 გრამი ყველი, 100 გ ხილი, 1 ჭიქა რძე ან 2 ჭიქა კეფირი.

კვირა


საუზმე: 1 ჭიქა რძე, 2 ორცხობილა.
სადილი: 250 გრ მოხარშული თევზი, 250 გრ თეთრი კომბოსტოს სალათი ლიმონის წვენით, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ლობიო, 100 გრამი ყველი, 250 გრ ნებისმიერი ხილი, 1 ჭიქა მინერალური წყალი, ან ვაშლის წვენი.

შედეგი გარანტირებულია, ჯანმრთელობას გისურვებთ.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მარიამი
რძე რომ არიკოს კაიიქნებოდა
15:35 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნინო არ შეიძლება როგორც ზედმეტად მარილიანი,ასევე სულ უმარილო საკვების მიღება.
10:54 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნო
რათ უნდა ამდენიიი დიეტას :D აკრძალეეთ მარილი,შაქარი,პური,ცომეული,შემწვარი კერძი..მიირთვიიით ცოტა და არა საკმაოოდ რომ დანაყრდებიით :D სასურველიაა 7 დის მერე პირის ამოკერვაც დაა წონასთან გათვალისწინებით წყლის მიღება )) ერთი კვირაც არ დაგჩირდებათ შედეგისთვიის ))
20:23 / 20-08-2014
გამოხმაურება / 0 /
nina
Natia randeni daikelit ert kvirashi? Da shemdeg kveba rogor gaagrzelet am erti kviris mere?
13:09 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნინო, მე გამიკეთებია და ძალიან მცირე მარილს ვუკეთებდი. ისე სასურველია უმარლოდ, მაგრამ ვისაც არ შეუძლია, მცირე რაოდენობით მარილით შეგიძლია.
15:41 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS