06 აგვისტო, 2014
ხალხური საშუალებები მარილების და სხეულზე კაპილარების მოსაშორებლად
ფიჭვი და ასკილი - აურიეთ ერთმანეთში 10 ს.კ. წვრილად დაჭრილი ფიჭვის წიწვები და 5 ს.კ. დაქუცმაცებული ასკილი. მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით 1,5 ლ ცივი წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ შეფუთეთ ქვაბი და დატოვეთ დასაყენებლად მთელი ღამე. დილით გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. კურსი - 4 თვე.

დინდგელი და კუნელი -
აურიეთ ერთმანეთში 20% დინდგელის ნაყენი და კუნელის ნაყენი (იყიდება აფთიაქში) თანაფარდობით 1:1. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 2
-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე.

ტიბეტური რეცეპტი - 100 გ გვირილა, 100 გ უკვდავა, 100 გ კრაზანა, 100 გ ალვის ხის კვირტები აურიეთ ერთმანეთში და შეინახეთ შუშის მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. აიღეთ 1 ს.კ. მიღებული ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დააფარეთ და დატოვეთ 20 წუთით, შემდეგ გაწურეთ. 1 ჭიქა მღებულ თბილ ნაყენს დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და დალიეთ.

პროცედურა უნდა ჩაიტაროთ საღამოს და ნაყენის გამოყენების შემდეგ არ უნდა მიიღოთ არაფერი. დილით დარჩენილი ნაყენი გაათბეთ ორთქლზე, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და დალიეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე. სამკურნალო ნაყენი უნდა მიიღოთ ყოველ დღე დილა-საღამოს მანამ, სანამ არ დაგიმთავრდებათ მომზადებული მცენარეული ნაკრები. კურსს იტარებენ 5 წელიწადში ერთხელ.

შედეგი: უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, იწმინდება სისხლძარღვები და ქსოვილები ცხიმის და მარილების დაგროვებებისგან, აღდგება მხედველობა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ია
არყის ხის კვირტები უნდა და არა ალვის ხის, 40 დგის განმავლობაში ისმება მთელი ნაკრები, ძალიან კარგია და ეფექტური, ამ რეცეპტს ჯადოსნურსაც უწოდებენ იმდენად კარგია.
10:33 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
ალვის ხის კვირტები კი არა----ა რ ყ ი ს ხ ი ს კვირტებიიიი
02:13 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
ალვის ხის კვირტები კიარა--ა რ ყ ი ს ხ ი ს კვირტები
02:11 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
არაჩვეულებრივი კომენტარია.
13:31 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ყვავის ფრთა და ჯოჯოხეთის ქვა დაგავიწყდათ. :)
22:53 / 08-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS