03 აგვისტო, 2014
ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) მკურნალობა ხალხური საშუალებებით.
1. 10 ლიმონის წვენი, 10 თავი წვრილადდაჭრილი ნიორი, 1 ლ ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ აუჩქარებლად 4 ჩ.კ. დღეში ერთხელ. კურსი - 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

2. გახეხეთ 1 ლიმონი კანიანად, მოაყარეთ შაქარი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

3. 0,5 ლ შუშის ქილაში ჩაყარეთ 14 ც. კაკლის ნაჭუჭი, შეავსეთ არყით, დაახურეთ
მჭიდროდ თავსახური და დადგით 7 დღით თბილ ბნელ ადგილას. მიიღეთ დილას უზმოზე თითო სუფრის კოვზი. კურსი - 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

4. 1 ჭიქა შვრიის მარცვალს დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ თხელი კისელის კონსისტენციამდე. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ჭიქა რძე და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

5. 1 ჭიქა წმინდად დაფქვილი წიწიბურა, 1ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ ქილაში. კვირაში ერთი დღე საკვების მაგივრად მიიღეთ ეს ნარევი. ჩაი და წყალი შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივ. კურსი - 1,5 თვე. დამთავრებიდან 1 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

იოდის გამოყენებით შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში დარღვევების არსებობა. საღამოს ჰიგიენური ყურის ჩხირებით ყელზე გაიკეთეთ იოდის ბადე და დააკვირდით როდის გაქრება. თუ ბადე გაქრა 3 საათში, ესე იგი თქვენ გაქვთ იოდის უკმარისობა. და თუ ბადე არ გაქრება 7 საათის განმავლობაში, ამ შემთხვევაში თქვენმა ორგანიზმმა არ შეითვისა იოდი, რაც მეტყველებს ჰიპერთირეოზის არსებობაზე.

კესო ლაღიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარინე
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია,ჩემს გარშემო ბევრი ჩიყვიანი ადამიანია,ვურცევ მათ,წაიკითხონ ეს რეცეპტები.
11:08 / 03-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS