02 აგვისტო, 2014
ნიორის ლიქიორი 100-მდე დაავადებისგან განგკურნავთ - აუცილებელია ქალური დაავადებების დროს
ნიორი - ეს უნიკალური სამკურნალო საშუალება პოპულარულია, როგორც გაციების უებარი წამალი, მაგრამ ვინც არ იცის, ამ საოცრებას უამრავი სასწაულის მოხდენა შეუძლია.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ ტიბეტელი სწავლულები ფართოდ გამოიყენებდნენ ნიორს მედიცინაში. ამჯერად გთავაზობთ უმარტივესაც მოსამზადებელ ლიქიორს, რომელიც როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს განკურნებაში დაგეხმარებათ.

სასურველი არ არის მისი გამოყენება 18 წლამდე მოზარდებსა და ფეხმძიმე ქალბატონებისთვის.

რეცეპტი:

გამჭვირვალე ბოთლში მოათავსეთ 12 კბილი ოთხად დაჭრილი ნიორი. დაასხით სამი ჭიქა წითელი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ და დადგით
მზიან ფანჯარაში ორი კვირის განმავლობაში.

ყოველდღე, 2-3 ჯერ შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.

ნიორის ლიქიორი კურნავს მარიელებს, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ხსნის სისხძარღვების პრობლემას. მნიშვნელოვნად აძლიერებს გულის მუშაობას. ხსნის ჭარბი ცხიმის პრობლემას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. აუცილებელია ქალური დაავადებების და ანთების დროს. ასუფთავებს კანს მთელ სხეულზე.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნანა
დღეჰი 3ჯერ წამის წინ
00:11 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ხალხო ყველა კითხულობს ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ,--გვიპასუხეთ თუ შეიძლება და გამეორება როდის შეიძლება.წინასწარ მადლობა.
08:49 / 07-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაბილინა სვანიძე
ყველაზე მთავარია როდის უნდა დავლიოთ :ჭამამდე, ჭამის დროს თუ ჭამის შემდეგ? ძალიან გთხოვთ მიუთითოთ. წინასწარ გმადლობ.
10:08 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება კიდევ გამეორება?
00:33 / 05-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლმ
ნდ-ს, თქვენი კომენტარიდან გამომდინარე "რიონი" ნათესაობით ბრუნვაში "რივნის" იქნება? თუ "რიონის"? რაც შეეხება ნიორს,იორს - გეთანხმებით.
12:23 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ს.ც.
ჩამის წინ უნდა მივიღოთ თუ ჩამის შემდეგ?
16:47 / 07-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნმ
ნდ რომ გრამატიკას გვასწავლის არ მოგწონთ? ზოგი რა მოცლილია
13:49 / 06-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნდ
საინტერესო რეცეპტია, მაგრამ მაინც ჯობს დაწეროთ " ნივრის ლიქიორი" და არა "ნიორის". სიტყვა ნიორი არის არის ფუძეკუმშვადი სახელი, სადაც ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხდება ფუძისეული ო-ს შესუსტება და ვ-დ გადაქცევა. იგივე წესით იბრუნება სიტყვენი: იორი, რიონი. გმადლობ, რომ იცავთ ქართულ ენას.
18:20 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გარკვევით წერია:
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3 ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში
12:36 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კი მაგრამ რატომ არ არის მითითებული რამდენჯერ და რა დოზით უნდა მივიღოთ?თუ შეგიძლიათ გთხოვთ დაწეროთ,და რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კომენტარს ბოდვა არ არის რადგან ნიორი ზოგადად ძალიან კარგია და ვიცი ისეთი პიროვნება რომელიც ნიორით დამზადებული წამლისგან სიმსივნით განიკურნა...
12:31 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS