02 აგვისტო, 2014
"ფულის ხე" უნიკალური სამკურნალო საშუალება
შემჩნეულია, რომ "ფულის ხე" ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული.

თუ ვინმე ავად ხდება, მცენარის მდგომარეობა უარესდება, იწყებს ჭკნობას, ცვივა ფოთლები, თითქოს საკუთარ თავზე იღებს უარყოფით ენერგიას. და როცა ადამიანი უკეთ ხდება, "ფულის ხე" ისევ გარდაიქმნება.

"ფულის ხის" დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს.

ჰერპესი ტუჩზე - რამდენიმე ფოთოლი გამოწურეთ და წვენი ყოველ
ნახევარ საათში წაისვით დაზიანებული ადგილი. ასევე შეგიძლიათ დაასველოთ ბამბის ტამპონი წვენში, დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე და დააფიქსიროთ ლეიკოპლასტირით.

ანგინა, ტონზილიტი - 10 ც. ფურცელი გაწურეთ და წვენში დაუმატეთ 200 გ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელი 3-5-ჯერ დღეში.

ართრიტი, ართროზი - 10-15 ც. ფოთოლს გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ დაზიანებულ სახსრებში ძილის წინ.

ბუასილი -
დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შველის უცბად.

დამწვრობა, ჭრილობები, ჩირქგროვა - გახეხეთ სახეხზე რამდენიმე ფურცელი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, დააფიქსირეთ დოლბანდით. საფენი გამოიცვალეთ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მარინა
ძალიან გთხოვთ მითხარით როგორ მოვიქცე, ბარაქის ხემ ფოთლების ცვენა დაიწყო, რისი ბრალია და რით ვუშველო
22:08 / 28-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეგ ერთად ერთი მცენარე მაქვს სახლში და შვილივით უვლი .არ ვიცოდი თუ ამდენი სიკეთე აქვს
19:25 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ჩვენც გვქონდა სახლსჰი და ისე კარგად ხარობდა,ყველას თვალი ზედ რაჩებოდა,მაგრამ მოულოდნელად დაეწყო ფოთლების ცვენა და ხმობა,მაშინ ვერ მივხვდთ რა დაემართა,ვიფიქრეთ ალბათ სახლში ცხელა და იმიტომო,ან გაზის გამათბობლის გამო(ზამთარში),მერე მოგვიანებით გავიგე რომ ვინმეს ავადმყოფობაზე ეს ხე რეაგირებს ასეო და გამახსენდა,სწორედ ამ პერიოდში გახდა მამა მოიულოდნელად ცუდა,მერე ისევ გამოკეთდა და ხეც ცოტა ისევ აყვავდა,მაგრამ მამა რომჯ დაიგუპა,სულ მთლად გახმა.
08:55 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
გრიპის დროს ცხვირში ჩასაწვეთებლად საუკეთესოა.
03:01 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
მადლობტ რამდენი ვეძებე დგეს, სახსრები მეტკინა ვნახოტ როგორ მიშველის
21:57 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლადო
მშვენიერი მლიდაცენარე თანდათან წავიდა ხელიდან და თითქმის გახმა. გამოვუცვალე მიწა და თითქოს ეშველა.
13:53 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია ჩაგუნავა
დამწვრობაზე გამოვიყენე ნამდვილად კარგი შედეგი მივიღე
00:12 / 04-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია.
რა საინტერესოა...
14:08 / 03-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საინტერესოა თუ მართალია...
18:56 / 02-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS