31 ივლისი, 2014
ქოლესტერინის დაწევაში კიტრის წვენი დაგეხმარებათ
კიტრის წვენს გააჩნია უამრავი სასარგებლო თვისება: არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ორგანიზმს, ამარაგებს ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით.

ის შეიცავს კალიუმის და ნატრიუმის დიდ რაოდენობას, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. წვენის მომზადება შეიძლება ორნაირად - წვენსაწურში და ხორცსაკეპი მანქანის საშუალებით. კანის გაცლა საჭიროარ არის, რადგან მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა.

ახალდაწურული კიტრის წვენი უნდა გამოიყენოთ დაწურვიდან 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ის კარგავს მეტწილ სამკურნალო თვისებებს.

მომზადების წესი:

100-150 მლ ახალდაწურულ კიტრის წვენს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და კარგად
აურიეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი - მინიმუმ 1 კვირა, მაგრამ შეიძლება ამ სამკურნალო საშუალების მიღება მთელი "კიტრის" სეზონის განმავლობაში. უკუჩვენებებს კიტრის წვენით მკურნალობისთვის წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმელის სერიოზული დაავადებები.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS