რით არის სასარგებლო ეს ბოსტნეული?
* ბადრიჯანში კალიუმის და ნატრიუმის მარილების იდეალური თანაფარდობაა - 5:1, ამიტომაც მისი შარდმდენი ეფექტი აშკარაა. პეკტინის და ტარტანის მჟავების არსებობა ხელს უეყობს ქოლესტერინის გამოყვანას, ათეროსკლეროზის მკურნალობას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.
* კალციუმის რაოდენობით ბადრიჯანმა გაუსწრო ხახვს, სტაფილოს, წიწაკას, კიტრს, გოგრას.
* სახსრების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ არა მხოლოდ ახალი ბადრიჯნის
* ბადრიჯნისგან შეიძლება მომზადდეს ნაყენი და წვენი, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის, ღვიძლის, შეშუპებების სამკურნალოდ.
ბადრიჯნის წვენი: ბადრიჯანი გარეცხეთ, გააცალეთ კანი, გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ.
მიიღეთ წვენი 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ერთი კვირის განმავლობაში.
ბადრიჯნის ნაყენი: ბადრიჯანი გარეცხეთ, გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად და დაასხით 250 გ მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და გამოიყენეთ როგორც ეფექტური ნაღვლმდენი საშუალება 0,5 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.